„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №97
2012 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებით (სსმ III,27/08/2010 , №106 , მუხ.1657) დამტკიცებულ ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი2
1. დოკუმენტის ლეგალიზაციის დამოწმების ფაქტი რეგისტრირდება ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟუნალში.
2. ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი (შემდგომში – სარეგისტრაციო ჟურნალი) იწარმოება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს ლეგალიზაციის შტამპი;
ბ) ლეგალიზაციის განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ლეგალიზაციის განხორციელების თარიღი;
გ) ლეგალიზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
3. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში დოკუმენტის ლეგალიზაცია ინომრება უწყვეტი ნუმერაციით, ნუმერაცია იწყება ერთიდან, ხოლო ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შეცდომის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“.
4. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტზე ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის დასმის შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.
5. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალებში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.
6. მატერიალური ფორმით წარმოებულ სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“ და დამოწმდეს შესწორების შემტანი პირის მიერ.
7. ჟურნალის შევსების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . ვაშაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.030.016049.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №202 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №97, 01.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.030.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1645204/