„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№1 85
201 2 წ ლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11მაისის№157 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15/05/2012) დამტკიცებულ ,,საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წეს ში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) კანდიდატი - პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.“;
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5
1. პირი სტაჟიორად ინიშნება კონკურსის წესით , გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სტაჟიორად ინიშნება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუ მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.
3. სტაჟიორთა მიღების მიზნით კონკურსს აცხადებს მინისტრი, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განისაზღვრება საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და კონკურსის ჩატარების წესი და პირობები.“;
გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6
1. გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი.
2. ცალკეულ შემთხვევებში იურიდიული დეპარტამენტის წარდგინებით , მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უკონკურსოდ კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ.“.
2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი)მ . ვალიშვილი