„საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის N9/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№94/37
სარეგისტრაციო კოდი
010320000.20.013.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება№94/37

2012 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

“საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №9/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.“საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №9/37 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ბრძანების სათური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“;

ბ) ბრძანების 1-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა.

2.  ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ფორმა დამტკიცდეს შემდეგი დამცავი ნიშნებით:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში;

ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;

გ) წყლის ნიშანი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლოგოტიპი);

დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“.

3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები – პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურისა და აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.

4. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.

5.ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.“.

გ) ბრძანების მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.“.

2.დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმის პოლიგრაფიულად ბეჭდვის უზრუნველყოფა .

3. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ . ბეჟაშვილი