საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
2012 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის 21 პუნქტისა და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ფორმა დამტკიცდეს შემდეგი დამცავი ნიშნებით:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში;
ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;
გ) წყლის ნიშანი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლოგოტიპი);
დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“.
3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები – პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურისა და აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.
4. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები.
5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
6. (ამოღებულია - 26.06.2012წ, №94/37 ).
7. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
8 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.
საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის 21 პუნქტისა და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმის ფორმა დამტკიცდეს შემდეგი დამცავი ნიშნებით: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში; ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე; გ) წყლის ნიშანი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლოგოტიპი); დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ. 3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები – პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურისა და აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ. 4. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ. 5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.6. (ამოღებულია - 26.06.2012წ, №94/37 ).
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ. 7. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ. 8 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ბეჟაშვილი შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №94/37 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“?
- „საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ მიღებულია 16.01.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №9/37. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.20.013.016008.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.03.2018-დან.
- სად არის „საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“, №9/37, 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320000.20.013.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1563202/