საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.05.2000 ძალადაკარგული 04.07.2003
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
000000090.00(9).004.000244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 18/05/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.009.004.244

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №21

2000 წლის 21 მაისი

 ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის ფულად-საკრედიტო ბაზარსა და საბანკო სისტემაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახსრების ხარჯზე საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ოდენობის 2 პუნქტით ეტაპობრივად შემცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახრების ხარჯზე ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვის მიზნით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2000 წლის 20 მაისიდან განისაზღვროს ამ სახსრების 15 პროცენტი, ხოლო 20 ივნისიდან – 14 პროცენტით.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ უზრუნველყოს ამა წლის მაისის მეორე დეკადის მონაცემებიდან გამომდინარე, დადგენილი ნორმის მიხედვით სავალდებულო რეზერვების გადაანგარიშება და ნორმის ზევით თანხების სავალდებულო რეზერვების რეგულირების დადგენილ ვადებში დაბრუნება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 14 სექტემბრის №11 დადგენილება.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

თავმჯდომარე ი. მანაგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.07.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ“?
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ“ მიღებულია 12.05.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 000000090.00(9).004.000244.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.07.2003-დან.
სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ“, №21, 12.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000090.00(9).004.000244 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352737/