საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №452 „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.008.629
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №452
2006 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუქნტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შე-საბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების“ თანდართული დებუ-ლება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 15 ოქტომბრის №207 (სსმ III, 2003 წ., №121, მუხ: 1003) ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს სხვა-დასხვა მიზეზით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ჩამოცილებულ პირთა მიერ დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ცალკეული კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევის და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების შემდგომ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.
2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება შესაბამის რესურსცენტრში, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.
3. თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებუ-ლებას/სკოლას (შემდგომში – სკოლა) აქვს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების დადასტურების უფლება.
მუხლი 2. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით დაწყებითი ან საბაზო საფეხურის კლასების დაძლევა
1. დაწყებითი ან საბაზო საფეხურის კლასის/კლასების დაძლევა ექსტერნატის ფორმით განათ-ლების მიღების გზით ხდება ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველის ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენლის განაცხადის საფუძველზე.
2. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი ვალდებულია განაცხადოს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სურვილის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში (შემდგომში – რესურს-ცენტრი.)
3. სკოლა, რომელშიც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის ფორმით გამოცდები, განისაზღვრება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ექსტერნატის ფორმით დაწყებითი ან საბაზო საფეხურის ცალკეული კლასის დაძლევისათვის, სკოლა აწესებს გამოცდებს ეროვნული სასწავლო გეგმით შესაბამისი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოყვანილი საგნებისა. გამოცდის ფორმას და შინაარსს ადგენს სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.
5. გამოცდა არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საგნებში:
ა) ფიზიკური აღზრდა;
ბ) შრომა;
გ) დაწყებითი სამხედრო მომზადება, საგანგებო სიტუაციები და სამოქალაქო თავდაცვა.
6. სკოლის დირექცია ვალდებულია ექსტერნს გააცნოს ეს დებულება, გამოცდების ჩატარების გრა-ფიკი და სკოლის მიერ განსაზღვრული გამოცდის ფორმა და შინაარსი.
7. ექსტერნს შეუძლია ჩააბაროს გამოცდები დაწყებითი და საბაზო საფეხურის რამდენიმე კლასის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტების მისაღებად, რის შესახებაც პირმა უნდა მიუთითოს შესაბამის განაცხადში. ამ შემთხვვეაში ექსტერნმა ცალ-ცალკე უნდა გაიაროს ყველა კლასის შესაბამისი გამოცდები. მომდევნო კლასის გამოცდებზე ექსტერნი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ იგი დაძლევს წინა კლასის შესაბამის გამოცდებს.
8. დაწყებითი ან საბაზო საფეხურის ცალკეული კლასის ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების დადასტურების საგამოცდო კომისია შედგება იმ სკოლის დირექციის წარმომადგენლისაგან, სადაც ტარდება ექსტერნატის გამოცდა, მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებლისაგან, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა და შესაბამისი რესურსცენტრის წარმომადგენლისაგან. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სკოლის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.
9. ექსტერნატის ფორმით დაწყებითი ან საბაზო საფეხურის ცალკეული კლასის განათლების დამადას-ტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველები განცხადე-ბას, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენენ რესურსცენტრს სამინისტროს მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად.
10. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება შეიძლება აგრეთვე ტრიმესტრების მიხედვით ამ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადების დაცვით.
11. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი კლასის ექსტერნატის ფორმით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობა;
გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის მიერ იმ კლასის სასწავლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უძღვის მის მიერ ჩასაბარებელი კლასის სასწავლო პროგრამას. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსურველზე, რომელსაც არა აქვს გავლილი ზოგადი განათლების არცერთი კლასის სასწავლო პროგრამა;
დ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ე) უცხო ენა, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
12. რესურსცენტრი დოკუმენტების წარდგენის მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ექსტერნების ნუსხას;
ბ) იმ კლასის/კლასების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომლის დადასტურებაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით;
გ) სკოლა, სადაც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის გამოცდები თითოეული ექსტერნისათვის.
13. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ ენაზე, არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენის გამოცდა ჩააბარონ რუსულ ენაში.
14. რესურსცენტრის უფროსი, ამ დებულებით განსაზღვრულ არაქართულ ენაზე ექსტერნატის გამოცდების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-12 პუნქტით დად-გენილ ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით უარი უთხრას არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს ექსტერნად დარეგისტრირებაზე და ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველთან შეთანხმებით გადაუგზავნოს ექსტერნად დასარეგისტრირებლად ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზ-ღვრული დოკუმენტები იმ რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულ ენაზე შესაბამისი გამოცდების ჩატარებას.
15. რესურსცენტრი მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებს უგზავნის იმ სკოლას, სადაც ტარდება ექსტერნატის შესაბამისი გამოცდები.
16. ექსტერნების განცხადებები, პირადი საქმეები, ექსტერნების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები, მათი არ-სებობის შემთხვევაში და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინახება იმ სკოლაში, სადაც ტარდება ექსტერნატის ფორმით გამოცდები.
17. დაწყებითი ან საბაზო საფეხურის ცალკეული კლასის ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრება სამინისტროს მიერ. გამოცდების ჩატარების განრიგს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
18. სკოლა ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;
ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 3. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის არადამამთავრებელი კლასის დაძლევა
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის არადამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით სასწავლო პროგრამის დაძლევა ხორციელდება ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 4. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის დაძლევა
1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის დაძლევის სრულწლოვან მსურველს ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერ წარმომადგენელს რესურსცენტრში, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში შეაქვს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც აღინიშნება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და მამის სახელი;
ა.ბ) ენა, რომელზეც სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.გ) უცხო ენა, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს გამოცდა;

გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის მიერ იმ კლასის სასწავლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უძღვის მის მიერ ჩასაბარებელი დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამას.
2. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველის ასაკი განცხადების შეტანის დროს არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები.
3. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), რესურსცენტრის უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა ან/და შესაბამის რესურსცენტრში.
4. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველთა სია და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი მიაწოდოს ცენტრს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში.
5. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.
6. ექსტერნების განცხადებები, პირადი საქმეები, ექსტერნების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტა-ცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინახება რესურსცენტრში.
7. საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში ცენტრი გასცემს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებულ დოკუმენტს – სერტიფიკატს, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის განათლების დამადასტურებელი გამოცდები ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით. დამამთავრებელი კლასის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან რესურსცენტრში გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს ცენტრი საგამოცდო ტესტების სრული კონფიდენციალურობის დაცვით.
9. ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე ცენტრის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების დაშიფვრა ინდივიდუალური შტრიხკოდებით.
10. დამამთავრებელი კლასის განათლების დაძლევა ექსტერნის ფორმით შეიძლება ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით. საგამოცდო ტესტების თარგმნას ქართულიდან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე უზრუნველყოფს ცენტრი.
11. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ ენაზე, არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენის გამოცდა ჩააბარონ რუსულ ენაში.
12. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის დაძლევისათვის ექსტერნმა ყოველ გამოცდაში უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულების 40% ან მეტი.
13. გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
14. სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს ავსებს ცენტრი და შევსებულ დოკუმენტებს -სეერტიფიკატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.