საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.10.2003 ძალადაკარგული 25.06.2004
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
330130000.11.116.006149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 122, 23/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.111.116.006.149

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

 ბრძანება №58

2003 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ” პუნქტის შესაბამისად და საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალი”;

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 9 იანვრის №1 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ჩარკვიანი

განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები

განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებია:

ა) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;

ბ) ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;

გ) მაგისტრალური საავტომობილო გზა;

დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (35 კვტ და მეტი) და ქვესადგური (110 კვტ და მეტი);

ე) ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგური;

ვ) ხიდები, გვირაბები და გზაგამტარები;

ზ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;

თ) ტელეცენტრის შენობა-ნაგებობა, ტელე და კავშირგაბმულობის ყველა სახის ანძა;

ი) წყალსაცავი და სამელიორაციო სისტემა;

კ) რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობა;

ლ) საწარმო, რომელიც იყენებს რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებას;

მ) აეროვაგზლის, აეროპორტის, რკინიგზის ვაგზლის, რკინიგზის სადგურის, ავტოსადგურის, საზღვაო ვაგზლისა და საზღვაო პორტის შენობა-ნაგებობა (ობიექტი);

ნ) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, სამხედრო, საბაჟო და სასაზღვრო დანიშნულების შენობა-ნაგებობა (ობიექტი);

ო) სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შენობა-ნაგებობა (ობიექტი);

პ) სპორტული შენობა-ნაგებობა (ობიექტი) 10 ათას და მეტ მაყურებელზე;

ჟ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობა და მისი კომპლექსი (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კულტურის ცენტრი);

რ) ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების შენობა-ნაგებობა;

ს) ყველა სახის თეატრის, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობა;

ტ) სახელმწიფო ბიბლიოთეკის, არქივისა და მუზეუმის შენობა-ნაგებობა;

უ) უმაღლესი სასწავლებელისა და უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობა ან/და მათი კომპლექსი 300 და მეტ სტუდენტზე;

ფ) სასტუმროს, სანატორიუმისა და სამედიცინო დაწესებულების შენობა-ნაგებობა ან/და მათი კომპლექსი 300 და მეტ ადგილზე;

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.10.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №58. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.11.116.006149.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.06.2004-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №58 „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“, №58, 17.10.2003, სარეგისტრაციო კოდი 330130000.11.116.006149 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1354315/