"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№301
სარეგისტრაციო კოდი
120010000.08.002.016244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110607012, 07/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №301

2011 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;“;

ბ) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

ბ) კადეტთა სამხედრო ლიცეუმი; 

გ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;

დ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:

დ.ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

დ.ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა”;

დ.გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

დ.დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

დ.ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.06.2011.
როდის იქნა მიღებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №301. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.08.002.016244.
სად არის "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №301, 06.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016244 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1361394/