სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული პირველი აუქციონის შედეგების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია შპს „სელმას“ (თბილისი, ბაქრაძის ქ. №4, ბ. 26,ს/კ 202391072) სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული პირველი აუქციონის შედეგების თაობაზე
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „სელმას გაკოტრების მმართველმა შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა“ გამოაცხადა აუქციონი შპს „სელმას“ სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნდა განცხადებები აუქციონის ჩატარების შესახებ:
ა) გაზეთში „სიტყვა და საქმე” – 2011 წლის 4 მაისი,18მაისი (დაზუსტებული);
ბ) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” – 2011 წლის 18 მაისი.
აუქციონი ჩატარდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2,შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, ოფისი №11.
2011წლის7ივნისს, 15 საათზე, გაიხსნა აუქციონი, რომელსაც ატარებდა გაკოტრების მმართველი იურიდიული პირი_ შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის“ დირექტორი პაატა კუნჭულია.
პირველ აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა – 112205 (ას თორმეტი ათას ორას ხუთი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველს გაკოტრების მმართველისთვის უნდა მიემართა, არა უგვიანეს2011 წლის6 ივნის ი ს 18 საათისა, განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ (+995 95 959 997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება არ დაიშვებოდა. აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმი იყო მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა. აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალებოდა გაკოტრების მმართველის ანგარიშზე შეეტანა გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდიდა ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდებოდა და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება, ან ამოქმედდებო და საბანკო გარანტია.
გაკოტრების მმართველის ინფორმაციით შპს „სელმას სამეურვეო ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გამართულ პირველ აუქციონზე განაცხადი არავის შემოუტანია. ამდენად, შპს „სელმას“ სამეურვეო ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული პირველი აუქციონი გამოცხადდეს ვერშემდგარ აუქციონად და გაკოტრების მმართველმა განახორციელოს მეორე აუქციონის შესახებ განცხადების გაკეთება. მეორე აუქციონი ჩატარდეს 2011წლის 7 ივ ლ ისს, თანახმად „გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტისა.
ცნობის სახით აღინიშნოს, რომ „გადახდისუუნარობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 91, მე-10 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამავე დროს, სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) სურვილისამებრ შესაძლოა დარეგისტრირდეს ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად. საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად საწარმო ახალ შემძენზე გადადის დაუტვირთავი და ვალებისგან თავისუფალი. თუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ აუქციონზე გაყიდული სამეურვეო ქონების პირველად მესაკუთრე იურიდიული პირის საკუთრებაში აღმოჩნდა რაიმე ქონება, ეს ქონებაც საკუთრების უფლებით ახალშემძენს ეკუთვნის. გარდა ზემოაღნიშნულისა, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმაზე გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის ნახევარს.
გაკოტრების მმართველის სახელით
პ. კუნჭულია
განაცხადი შპს „სელმას“ სამეურნეო ქონების გაყიდვის მიზნით მეორე აუქციონის დანიშვნის თაობაზე
„გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „სელმას“ (ს/კ 202391072) გაკოტრების მმართველი შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ აცხადებს აუქციონს საწარმოს მთლიანად სამეურნეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახის გაყიდვის მიზნით. აუქციონის ჩატარების თარიღია 2011 წლის 7 ივლისი.
გაკოტრების მმართველის სახელით
პ.კუნჭულია