საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.12.2002 ძალადაკარგული 20.12.2006
ნომერი
№396
სარეგისტრაციო კოდი
230150080.11(1).170.005590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 09/12/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.000.110.117.005.590

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №396

2002 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 29 ოქტომბრის №452 ბრძანებულების შესრულებისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დარეგულირების მიზნით, ვბრძანებ:

1 საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო სარკინიგზო სადგურების გავლით სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონებად განისაზღვროს სასაზღვრო და საკვანძო სარკინიგზო სადგურების – „გარდაბანი“, „სადახლო“, „თბილისი – დამხარისხებელი“, „ზესტაფონი“, „ახალციხე“ – სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, კერძოდ:

ა) „გარდაბანი“ – რკინიგზის სადგურის ტერიტორიის სალიანდაგო ნაწილი;

ბ) „სადახლო“ – რკინიგზის სადგურის ტერიტორიის სალიანდაგო ნაწილი;

გ) „თბილისი-დამხარისხებელი" – მიმღები პარკის სალიანდაგო ტერიტორია;

დ) „ზესტაფონი“ – მიმღები პარკის სალიანდაგო ტერიტორია;

ე) „ახალციხე“ – რკინიგზის სადგურის სატვირთო ეზო.

2. სხვა ადგილებში აუცილებლობიდან გამომდინარე (უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, ასევე სარკინიგზო გადაზიდვების შეუფერხებლად) საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პროცედურების განხორციელებისას პერიოდში დროებით საბაჟო კონტროლის ზონად შეიძლება გამოცხადდეს სარკინიგზო სადგურების შესაბამისი ტერიტორია, სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.

3. სარკინიგზო სადგურებში საბაჟო კონტროლის ზონის საზღვარი აღინიშნოს სპეციალური მაჩვენებლებით.

4. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას დაცული იყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთების საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნები.

მ. გოგიაშვილი