1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
(a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(iii)ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).
b) კატარის სახელმწიფოს შემთხვევაში:
_ გადასახადები შემოსავლებზე.
(შემდგომში „კატარის გადასახადი”).
4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 20.12.2010
მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
- მუხლი 2. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებები
- მუხლი 4. რეზიდენტი
- მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 2, №0, 20.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372330/muxli-2/