„რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.06.2011 ბოლო ცვლილება 14.03.2013
ნომერი
№01-34/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470200000.22.035.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110615001, 15/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-34/ნ

2011 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების თანდართული ჩამონათვალი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 1 სექტემბრის № 192/ნ ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                       ი. გიორგობიანი

 

დანართი

რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი

1. „ნარკოტიკული საშუალების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ფორმა № 1 (დამტკიცებული: „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის N465/ო ბრძანებით ) რეცეპტის ბლანკზე გამოწერას ექვემდებარება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონის III სიაში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები (გარდა სანარკოზე საშუალებებისა), ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით.

2. „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ფორმა № 2 (დამტკიცებული: ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანებით ) რეცეპტის ბლანკზე გამოწერას ექვემდებარება:

ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონის IV სიაში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები (გარდა სანარკოზე საშუალებებისა), ფსიქოტროპული ნივთიერებების წამლის ფორმები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით;

ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის № 22/ნ ბრძანებით გათვალისწინებული, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები (გარდა სანარკოზე საშუალებებისა), ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით;

გ) მაგისტრალური რეცეპტით მოსამზადებელი ნებისმიერი კომბინირებული პრეპარატი, რომელიც მზა წამლის ფორმის სახით არ მიეკუთვნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიებს, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის ერთი ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება;

დ) ოფიცინალური რეცეპტით მომზადებული ნებისმიერი კომბინირებული პრეპარატი, რომელიც მზა წამლის ფორმის სახით არ მიეკუთვნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიებს, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის ერთი ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება;

ე) საქართველოში რეგისტრირებული ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და მათი მარილების წამლის ფორმები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით.

შენიშვნა: კანონმდებლობით დადგენილ, გამონაკლის შემთხვევებში ნებადართულია დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერა.

      

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2013.
როდის იქნა მიღებული „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ"?
„რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ" მიღებულია 15.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-34/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470200000.22.035.016083.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.03.2013-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „რეცეპტის სპეციალურ ბლანკებზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ", №01-34/ნ, 15.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 470200000.22.035.016083 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1375590/