აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“
აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ დირექტორატი იწვევს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ აქციონერებს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 15 ივლისს 14 საათზე ბანკის იურიდიულ მისამარ თ ზე: ქ. თბილისი, ლეონიძის (ყოფ. კიროვის) ქ. №1.
დღის წესრიგი:
1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ დირექტორატის წლიური ანგარიში;
2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ გარე აუდიტის შედეგების შესახებ;
3. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ საწესდებო კაპიტალის გაზრდა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება წესდებაში;
4. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
5. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ სარევიზიო კომისიის გაუქმება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება წესდებაში;
6. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ წესდებაში ცვლილებების განხორციელება დირექტორების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ დირექტორატში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები, რომლებიც 2011 წლის 15 ივ ნ ისის 17:30 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი „თბილისის რეესტრი”. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2011 წლის 5 ივლისის 9:30 საათიდან 2011 წლის 14ივლისის 17:30 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-4 სართული („ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე”), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი „თბილისის რეესტრი”.
გენერალური დირექტორი ს. ვალიევი