ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.392

საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

1998 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ

"ელექტროენერგეტიკის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 1998 წლის 11 აგვისტოს №4 დადგენილების "ელექტროენერგიის ტარიფის სრულ (რეალურ) ღირებულებაზე 2000 წლამდე ეტაპობრვი გადასვლის შესახებ" მე-4 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ელექტროენერგეტიკის წლიური საპროგნოზო ბალანისის საფუძველზე დადგინდეს:

    მუხლი 1. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები

საქართველოს ელექტროსადგურებიდან (ჰიდრო, თბო) გადაცემის და/ან განაწილების ქსელში გაცემული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი ყოველი ერთი კილოვატსა ა თ ისათ ვის 2,2 (ორი მთელი და ორი მეათედი) თეთრი, ხოლო იმპორტული ელექტროენერგიის ჩათვლით 2.5 (ორნახევარი) თეთრი/კვტ.სთ.

მათ შორის:

1. საქართველოს ჰიდროსადგურებიდან გაცემული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი ყოველი ერთი კილოვატისათვის 1.3(ერთი მთელი და სამი მეათედი) თეთრი,

აქედან:

"საქენერგოგენარცია"

(ენგურჰესი და ვარდნილჰესი)     – 1.1

ლაჯანურჰესი                                 – 1.4

ვარციხჰესი (კასკადი)                     – 1.2

რიონჰესი                                        – 1.4

ხრამჰესი – I                                         – 1.3

ძევრულჰესი                                        – 1.4

ხრამჰესი – II                                   – 1.3

შაორჰესი                                         – 1.5

გუმათჰესი (კასკადი)                          – 1.4

ზაჰესი                                               – 1.6

ჟინვალჰესი                                      – 1.7

იგოეთჰესი                                            – 2.4

ჩითახევჰესი                                    – 1.7

კაბალჰესი                                         – 2.4

აწჰესი                                              – 2.0

კახარეთჰესი                                    – 2.4

ბჟუჟაჰესი                                         – 2.0

კინკიშაჰესი                                      – 2.4

თეთრიხევჰესი                                – 2.0

კურზუჰესი                                      – 2.4

ორთაჭალჰესი                                 – 2.0

მარტყოფჰესი                                      – 2.4

ალაზანჰესი                                      – 2.2

მაჭახელაჰესი                                   – 2.4

საცხენისჰესი                                   – 2.2

მისაქციელჰესი                               – 2.4

სიონჰესი                                          – 2.2

რიცეულაჰესი                                 – 2.4

აბჰესი                                               – 2.4

სქურიჰესი                                            – 2.4

აჭიჰესი                                            – 2.4

ტირიფონჰესი                                 – 2.4

დაშბაშჰესი                                      –2.4

ჩხოროწყუჰესი                               – 2.4

დმანისჰესი                                      – 2.4

ხერთვისჰესი                                   – 2.4

2. საქართველოს თბოელექტროსადგურებიდან (თბილსრესი, თბილთეცი) გაცემული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი ყოველი ერთი კილოვატსაათისათვის 5.4 (ხუთი მთელი და ოთხი მეათედი) თეთრი,

მათ შორის:

ა)თბილსრესისათვის დადგინდეს ორსაფეხურიანი ტარიფი

– ერთი კილოვატი გარანტირებული სიმძლავრისათის – 2.5 (ორნახევარი) ლარი თვეში;

– გაცემული ელექტროენერგიისათვის 4.8 (ოთხი მთელი და რვა მეათედი) თეთრი/კვტ.სთ;

ბ)თბილთეცისათვის (ელექტროენერგიისათვის და თბოენერგიისათვის საშუალოდ) – 12 (თორმეტი) თეთრი/კვტ.სთ.

3. მაღალი ძაბვის ქსელით მიწოდებული იმპორტული ე ლ ექტროენერგიის საშუალო შეწონილი საბითუმო ტარიფი არსებული კონტრაქტების შესაბამისად – 4.5 (ოთხი მთელი და ხუთი მეათედი) თეთრი/კვტ.სთ.

    მუხლი 2. ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მომსახურების ტარიფები

1. ელექტროენერგიის გადაცემისათვის (გადაცემის ქსელში დანაკ ა რგების ჩათვლით) მთლიანად 1.4 (ერთი მთელი და ოთხი მეათედი) თეთრი/კვტ.სთ.

მათ შორის:

ა) "საქელექტროგადამცემისათვის" საშუალოდ – 1.0

ბ) "საქრუსენერგოსათვის"–0.6

გ) "თე ლ ასისათვის" – 0.3

დ)დუშეთის ენერგოკომპანიისათვის – 0.2

2. განაწილებისათვის საშუალოდ (განაწილების ქსელში დანაკარგების ჩათვლით) 1.8 (ერთი მთელი და რვა მეათედი) თეთრი/კვტ.სთ., ანუ გამანაწილებელი კომპანიების მიერ საშუალო ძაბვაზე (6 კვ, 10 კვ) ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი საშუალოდ 4.2 (ოთხი მთელი და ორი მეათედი) თეთრი ყოველი კილოვატისათვის.

3. ერთიანი ენერგოსისტემის დისპეტჩერიზაციისათვის – 0.3 (სამი მეათედი) თეთრი/კვტ.სთ.

    მუხლი 3. პირდაპირი მომხმარებლის ტარიფები

პირდაპირი მომხმარებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობა და ტარიფი განისაზღვრება ორივე მხარის (მიმწოდებელი და მომხმარებელი) მიერ სემეკ-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე დადგენილი წესით. სხვა შემთხვევაში, სემეკის 1998 წლის 11 აგვისტოს №4 დადგენილების "ელექტროენერგიის ტარიფის სრულ (რეალურ) ღირებულებაზე 2000 წლამდე ეტაპობრივი გადასვლის შესახებ" შესაბამისად, ყველა მომხმარებლის ტარიფი შეადგენს 6 (ექვს) თეთრი/კვტ.სთ.

    მუხლი 4. დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს სემეკ-ის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილება "ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ", სემეკის 1998 წლის 8 აპრილის №2 დადგენილება "ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ" საქართველ ო ს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" და სემეკის 1998 წლის 30 ივლისის №5 დადგენილება "ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ" საქართველოს ელეტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1997 წლის 8 ოქტომბრის №4 დადგენილებაში დამატების შესახებ".

ელ. ერისთავი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1384967/