საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.02.2008 ძალადაკარგული 07.07.2008
ნომერი
№129
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.011481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 19/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.011.481

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №129

2008 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №444 ბრძანება;

ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №292 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. გამცემლიძე

გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

    მუხლი 2.

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშირისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვედებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3.

სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 4.

სამსახურის სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II

სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

    მუხლი 5.

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:

ა) საქართველოს ტერიტორიის სახელმწიფო გეოლოგიური შესწა­ვლა, გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგების სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის რესურსების გეოლოგიური შეფასება, წიაღით სარგებლობის, დაცვის და წიაღისეულის რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს წიაღის ერთიანი სახელმწიფო გეოლოგიური ფონდისთვის განახლებული მასალების მიწოდება და ერთიანი დარგობრივი გეოინფორმაციული სისტემის შექმნა;

დ) საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური გარემოს მონი­ტო­რინგის განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს ტერიტორიის სეისმური საშიშროების შეფასება;

ვ) წიაღით სარგებლობის გეოლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ზ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული გეოლოგიური სამუშაოებისა და პროექტების ექსპერტიზა;

თ) საქართველოს ტერიტორიის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებითა და მონაცემებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა;

ი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;

კ) ეროვნული სიმაღლური ზღვის დონის შექმნის ორგანიზება და მონიტორინგი;

ლ) გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიიის დარგების განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური აქტების პროექტების შემუშავება;

მ) სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;

ნ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებია:

ა) საქართველოში განსახორციელებელ გეოლოგიურ, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინირება;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთა­შორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) ქვეყნის მინერალურ-რესურსული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება;

ე) გეოლოგიური შინაარსის, სხვადასხვა დანიშნულებების სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენისა და გამოცემის უზრუნველყოფა თანამედროვე ტე­ქნო­ლო­გიების გამოყენებით;

ვ) გეოლოგიური გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სი­ს­ტემის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საშიში (სტიქიური) გეოლოგიუ­რი პროცესების შესწავლის და პროგნოზირების, მიწისქვეშა ჰიდროსფეროს დაცვის ღონისძიებების შემუშა­ვე­ბის, მიწისქვეშა ჰიდროსფე­როს ეკოლოგიური მდგომარეობისა და საშიში გეოლოგიური მოვლე­ნების მონიტორინგული მონაცემების ციფრული გეომონაცემთა ბაზის შექმნის ხელშეწყობა;

ზ) თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებით, გეოტექნო­ლო­გიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისება, დანერგვა და სა­ერ­თა­შო­რისო ქსელში ჩართვის ხელშეწყობა, გეოლოგიის დარგში ერთიანი სახელმწიფო დარგობრივი გეოი­ნფო­რ­მა­ცი­ული სისტემის შექმნა, მართვის უზრუნველყოფა და ამ მონაცემების ერთიან გეოინფორმაციულ ქსელთან ურთიერთგაცვლა;

თ) მარაგების სა­ხელ­მ­­წიფო საუწყებათშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველ­ყოფა;

ი) წიაღის გეოლოგიური შესწავლის, წიაღით სარგებლობისა და წიაღის დაცვის საერთო წესების შემუშავება, ამ სფეროებში ნორმატიული დოკუმენტების (ინსტრუქციების, სტანდარტების, ლიმიტების, ნორმების და წესების), სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;

კ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოლოგიური თვალსაზრისით უნიკალური ობიექტების აღრიცხვა;

ლ) საქართველოს სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების საზღვრების დელიმიტაციისა, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება;

მ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ციფრული სივრცითი ინფორმაციული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

ნ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ო) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის ციფრულ გეომონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა;

პ) სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში სახელმწიფო მნიშვნელობის გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და მისი მართვა.

    მუხლი 6.

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგების საქმიანობის სფეროში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეოლოგია-კარტოგრაფიისა და გეოდეზიის დარგების საქმიანობის სფეროების პრაქტიკულად განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური (ინსტრუქცია, დებულება) დოკუმენტების პროექტები;

გ) გეოლოგიურ, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე მოამზადოს მიზნო­ბ­რივი პროგრამების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებები;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან გეოლოგიური, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან სასარ­გებლო წიაღისეულის მარაგების გამოყენებისა და აღწარმოების შესახებ სათანადო ინფორმაცია და სტატისტიკური ანგარიშები.

თავი III

სამსახურის მართვა და სტრუქტურა

    მუხლი 7.

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

ბ) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8.

სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.