“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.06.2006 ძალადაკარგული 04.02.2008
ნომერი
№444
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.023.008.748
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 20/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.748

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №444

2006 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულება�.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №60 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური (შემდგომში � სამსახური) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

��� მუხლი 2

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშირისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში � მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვედებარე ნორმატიული აქტებით.

��� მუხლი 3

სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

��� მუხლი 4

სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

თავი II

სამსახურის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი

��� მუხლი 5

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:

ა) ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის, აეროკოსმოსური გადაღებითი და გეოინფორმაციული სისტემების საქმიანობის სფეროში (შემდგომში � ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;

ბ) საქართველოს ტერიტორიის ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებითა და მონაცემებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა;

გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი;

დ) ეროვნული სიმაღლური ზღვის დონის შექმნის ორგანიზება და მონიტორინგი;

ე) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური აქტების პროექტების შემუშავება;

ვ) სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე;

ზ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ სახელმწიფო ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება;

ბ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების გეგმებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების საზღვრების დელიმიტაციისა, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიური და კარტოგრაფიულ მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება.

დ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ციფრული სივრცითი ინფორმაციული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება;

ე) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ვ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის ციფრული მონაცემთა ბაზის შექმნა და ფუნქციონირება;

ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფონდის მართვა.

��� მუხლი 6

დაკისრებული ფნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) ტოპოგრაფიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის საქმიანობის სფეროში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად შეიმუშაოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს დარგის საქმიანობის პრაქტიკულად განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური (ინსტრუქცია, დებულება) დოკუმენტაციის პროექტები;

გ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებზე მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პროექტები;

დ) ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისაგან მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია;

ვ) შეიმუშავოს სამინისტროს გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების პროექტი და წარუდგინოს მინისტრს დასამტკიცებლად;

ზ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო სახსრებით განსახორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული, გეოინფორმაციული და აეროკოსმოსური გადაღებითი სამუშაობის შესყიდვისას სამსახურთან სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილის შეთანხმება და კომისიაში მონაწილეობის მიღება;

თ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ� საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ� საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 2.1.9.; 2.1.10 და 2.1.11 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით სივრცითი ინფორმაციის ცენტრს გადასცეს გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის სარეალიზაციოდ განკუთვნილი გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები.

თავი III

სამსახურის მართვა და სტრუქტურა

��� მუხლი 7

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

ბ) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

��� მუხლი 8

სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2008.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"?
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მიღებულია 07.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №444. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.023.008.748.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.02.2008-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №444, 07.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.748 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64912/