,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
020080150.52.101.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628042, 30/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება № 20

2011 წლის 28ივნისი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1.,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბერის №35 ბრძანებაში (სსმ V, №72, 31.12.2011, მუხ. 2150) (შემდგომში _ ბრძანება) შევიდეს ცვლილება:

 ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:“;

 ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 1). აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს.“;

 გ) ბრძანებით დამტკიცებულ ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

2 . ბრძანება ძალაშია 2011 წლის 1 ივლისიდან.

ქ. თბილისის მერი              გ. უგულავა