,,ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 3 ოქტომბრის N64 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 13 მარტის N16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
020080150.52.101.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №12

2012წ ლის 2 2 მაისი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 3 ოქტომბრის №64 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 13 მარტის №16 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 3 ოქტომბრის №64 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მერის 2006 წლის 13 მარტის №16 ბრძანება ში (გაზეთი „24 საათი’’, 28.03.2006 წ.) (შემდგომში – ბრძანება) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3, 150-ე, 150 1, 151-ე, 152-ე, 152 2, 153 4, 159-ე, 159 1და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი 1). აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს.“;

ბ) ბრძანების მე -3 პუნქტით დამტკიცებული ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშის წესის’’ (დანართი 2) მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3, 150-ე, 150 1, 151-ე, 152-ე, 152 2, 153 4, 159-ე, 159 1და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.’’.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ . უგულავა