„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260040.52.101.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №8

2012 წლის28 მარტი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით (გაზეთი ,,24 საათი’’, 09.04.2008 წელი, №81) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გამგებლის შესაბამისი დარგის მოადგილის წარდგინებით, მერთან შეთანხმებით (გარდა გამგეობის სამსახურების (განყოფილებების) უფროსებისა), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფროსებს;’’;

ბ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

გ) 33-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

დ) 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. განყოფილების მართვა

 განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

ე) 584 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58 4 . სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

ვ) 5810 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58 10 . სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;

ზ) 5816 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58 16 . სამსახურის (განყოფილების) მართვა

სამსახურის (განყოფილების) საქმი ანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’.

  2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2012.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010260040.52.101.016050.
სად არის „ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”ქ.თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №8, 28.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260040.52.101.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1622344/