„ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №6
2012 წლის 28 მარტი
ქ.თბილისი
„ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებით (გაზეთი ,,24 საათი”, 29.12.2006წ. №291) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება:
ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გამგებლის შესაბამისი დარგის მოადგილის წარდგინებით, მერთან შეთანხმებით (გარდა გამგეობის სამსახურების (განყოფილებების) უფროსებისა), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფროსებს;’’;
ბ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების (სამსახურის) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რაიონის გამგებელი. განყოფილების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს გამგებლის მოადგილე, შესაბამისი საკურაციო სფეროს მიხედვით (გარდა სამხედრო განყოფილებისა).’’;
გ) 184 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 184. განყოფილების მართვა
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;
დ) 189 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 189. განყოფილების მართვა
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;
ე) 1819 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1819. განყოფილების მართვა
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი’’;
ვ) 1822 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1822. სამსახურის (განყოფილების) მართვა
სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;
ზ) 1828 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1828. სამსახურის (განყოფილების) მართვა
სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’;
თ) მუხლი 1834 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1834. სამსახურის (განყოფილების) მართვა
სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) უფროსი (შემდგომში – გამგებლის წარმომადგენელი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010260040.52.101.016048.
- სად არის „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის მერის ბრძანება „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6, 28.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260040.52.101.016048 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1622278/