,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628043, 30/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №21

2011 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის №34 ბრძანებით (სსმ V, №72 , 31.12.2010, მუხ. 2149) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შევიდეს ცვლილება:

 ა) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები;

 ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და მონიტორინგის ორგანიზება;’’;

 გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,დ1’’ ქვეპუქტი:

 ,,დ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გასაჩივრებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილოს საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება დადგენილების სახით.’’;

დ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტი;

ე) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისის ,,ვ’’ ქვეპუნქტი:

 ,,ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება.’’;

ვ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი;

ზ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები;

თ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

 ,,7. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:

 ა)დასუფთავების წესების დარღვევისათვის წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჩივრის განხილვა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

 ბ) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის , საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

 გ) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებელ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 დ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება;

 ე) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება და ამოღებული თანხების მობილიზება ადგილობრივ ბიუჯეტში;

 ვ) დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვის ორგანიზება, დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების უზრუნველყოფა;

 ზ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;

 თ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.’’;

 ი) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ1’’ ქვეპუნქტი:

 ,,ლ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმების გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით;’’.

 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისს.

გ. უგულავა