„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №57 8
2012 წლის 16 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507ბრძანებულებაში(სსმ,ვებგვერდი,26/06/2012)შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
ა)მე-4მუხლის მე-2და მე-3პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-3მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ფასდაკლების პროგრამაში ჩასაბმელ პირთა შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული პირის განცხადების მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რეესტრში შეტანისა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით და ამავე ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ ფასდაკლების განხორციელებისას სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის პროგრამაში ასახვის/არ ასახვის შესახებ.
3. ამ წესის მე-3მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პირის ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის შესახებ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს გადაწყვეტილებას უარის თქმის თაობაზე. პირის ფასდაკლების პროგრამაში ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას პირის მიერ ფასდაკლების განხორციელებისას სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის პროგრამაში ასახვის/არ ასახვის შესახებ.“;
ბ)მე-7მუხლის მე-2პუნქტის„ა“და„ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფასდაკლების განხორციელებისას უზრუნველყოს სტუდენტის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოყენების ასახვა შესაბამის პროგრამაში და სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის საფუძველზე ფასდაკლების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შენახვა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით;
ბ)საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევისას ფასდაკლების პროგრამის გავრცელებამდე მოითხოვოს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის წარდგენა, შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფასდაკლება გაავრცელოს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის პროგრამაში ასახვის შემდეგ;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ . სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №578. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.08.002.016555.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №578, 16.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.08.002.016555 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1700334/