„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №1502 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1594
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №1502 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №1502 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეებიდან:
ა) 8 (რვა) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისთვის (შემდგომში − ცენტრი) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;
ბ) 10 (ათი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს გაეროს განვითარების პროგრამასა და ცენტრს შორის 2015 წლის 4 ივნისს გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების − „საქართველოს პირველი ორწლიანი მოხსენება გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის ფარგლებში (ქვეყნის სითბური გაზების ინვენტარიზაციის შესახებ ანგარიშის მომზადება) ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან.“.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2015 წლის 10 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი