ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი
საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველო და მადაგასკარის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ თავიანთ ურთიერთობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად სახელმწიფოთა შორის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები თანხმდებიან დამყარდეს დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2007 წლის 24 მაისს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს სახელით ირაკლი ალასანია | მადაგასკარის რესპუბლიკის სახელით ზინა ანდრიანარიველო რაზაფი |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2007.
- როდის იქნა მიღებული „ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“?
- „ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ მიღებულია 24.05.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.000656.
- სად არის „ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ოქმი საქართველოსა და მადაგასკარის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“, 24.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000656 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1395727/