(2) (ა) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ორივე – წინამდებარე და 1925 წლის შეთანხმებების მხარეა, განაგრძობს 1925 წლის შეთანხმების გამოყენებას იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, რომლებიც მხოლოდ 1925 წლის შეთანხმების მხარეები არიან, თუ ამ სახელმწიფომ არ განახორციელა 1925 წლის შეთანხმების დენონსირება.

(ბ) ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ორივე – წინამდებარე და 1934 წლის შეთანხმებების მხარეა, განაგრძობს 1934 წლის შეთანხმების გამოყენებას იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას, რომლებიც მხოლოდ 1934 წლის შეთანხმების მხარეები არიან, თუ ამ სახელმწიფომ არ განახორციელა 1934 წლის შეთანხმების დენონსირება.

(3) სახელმწიფოებს, რომლებიც მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების მხარეები არიან, არ აკისრიათ ვალდებულებები იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმების მხარეები არ არიან, მაგრამ არიან 1925 და 1934 წლების შეთანხმების მხარეებ