პროტოკოლი
*
ამ პროტოკოლის მხარე სახელმწიფოები შეთანხმდნენ შემდეგზე:
(1) ამ პროტოკოლის დებულებები გამოიყენება სამრეწველო ნიმუშებისათვის, რომლებიც წარმოადგენს საერთაშორისო დეპონირების საგანს და რომელთა წარმოშობის სახელმწიფოდ პროტოკოლის მხარე ერთ-ერთი სახელმწიფო ითვლება.
(2) (1) პუნქტში აღნიშნულ სამრეწველო ნიმუშებთან მიმართებით:
(ა) პროტოკოლის მხარე სახელმწიფოს მიერ სამრეწველო ნიმუშებისათვის (1) პუნქტის შესაბამისად მინიჭებული დაცვის ვადა არ უნდა იყოს თხუთმეტ წელზე ნაკლები იმ თარიღიდან, რომელიც გათვალისწინებულია მე-11 მუხლის (1) (ა) ან (1) (ბ) პუნქტებით, იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანს ეხება საქმე;
(ბ) პროტოკოლის მხარე სახელმწიფოებმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოითხოვოს ნაკეთობაზე, რომელშიც ჩართულია სამრეწველო ნიმუშები, ან მასზე მიმაგრებულ იარლიყზე სპეციალური აღნიშვნის არსებობა, არც თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო დეპონირებით წარმოქმნილი უფლებების გამოყენების და არც ნებისმიერი სხვა მიზნით.
*
,, გენერალური დირექტორი” სტოკჰოლმის დამატებითი აქტის 1-ლი მუხლით (1967) განსაზღვრულია, როგორც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
*
ეს პროტოკოლი ჯერ არ არის ძალაში შესულ