განჩინება - შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანი"-ის განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განცხადებლები: 1. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
2. შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“
მოვალე – სს ,,ქართლიგაზი“
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განცხადებით მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს სს ,,ქართლიგაზის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნ ე ს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადება სს ,,ქართლიგაზის“ (ს/კ 236096265) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშნოს ლალი თევდორაშვილი (დაბადებული 01.10.1984, პირადი №01023008549).
3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის საგადასახადო/საბაჟო) დარიცხვა/გადახდა.
5. შეჩერდეს სს ,,ქართლიგაზის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.
6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
7. განემარტოს სს ,,ქართლიგაზის“ დირექტორს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
8. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
9. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 24 აგვისტოს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);
10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, გაზეთში ,,24 საათი“, გაზეთში ,,სიტყვა და საქმე“ და სასამართლო დაფაზე.
11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი