რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.190
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №119
2005 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის თანდართული წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯი, შემდგომში – ,,კოლეჯი” არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ” შესაბამისი საგანმანათლებლო აქტებითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულებით.
3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი, კოლეჯის საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტაცია).
5. კოლეჯში დაუშვებელია პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებების შექმნა და მოღვაწეობა. კოლეჯის იურიდიული მისამართია ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. №2ა.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ.
4. კოლეჯის მთავარ ამოცანად ითვლება:
ა) მომზადება საშუალო სპეციალური განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებისა, რომელთაც აქვთ საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ჩვევები სპეციალობაში, აგრეთვე ცოდნა საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სკოლის მოცულობით;
ბ) სპეციალისტთა მომზადების ხარისხის განუხრელი სრულყოფა თანამედროვე წარმოების, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის, მოთხოვნებისა და მათი განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით;
გ) მოსწავლეთა ფიზიკური მომზადება;
დ) კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს დღის სწავლების ფორმაზე.
5. კოლეჯი უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს წინადადებანი სასწავლო-აღმზრდელობითი და მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფისათვის და წარუდგინოს ისინი ზემდგომ ორგანოებს განსახილველად;
ბ) დადოს ხელშეკრულება პრაქტიკის ჩატარების შესახებ;
გ) მასწავლებლები და სხვა მუშაკები დადგენილი წესით გაგზავნოს უმაღლეს სასწავლებებთან არსებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ფაკულტეტებზე ან საწარმოებში;
დ) შეასრულოს სახელმწიფო დაკვეთა სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით;
ე) თავისი საქმიანობა განახორციელოს როგორც სახელმწიფო ფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
6. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
7. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
8. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3. კოლეჯის მართვის ორგანოები
1. კოლეჯის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.
2. კოლეჯის მართვის ორგანოებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო.
მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი
1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი სპეციალური მინდობილობის გარეშე მოქმედებს კოლეჯის სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, არსებული დებუ-ლების საფუძველზე განაგებს კოლეჯის ქონებასა და საშუალებებს.
4. კოლეჯის დირექტორს უფლება აქვს:
ა) აწარმოოს საბიუჯეტო, ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯვა დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.
ბ) მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები სასწავლებისადმი;
გ) მასწავლებელთა და სხვა მუშაკთა სამუშაოზე მიღებას და გათავისუფლებას ახდენს დირექტორი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
5. კოლეჯის დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში ინიშნება კოლეჯის დირექტორის მიერ იმ სპეციალისტთაგან, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და აგრეთვე საწარმოო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
6. სასწავლო მუშაობის დარგში დირექტორის მოადგილე ითვლება სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობითი და მეთოდური მუშაობის უშუალო ორგანიზატორად და პასუხისმგებელია სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესრულებისათვის, მასწავლებელთა და სასწავლო-დამხმა-რე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
7. კოლეჯში დადგენილია დირექტორის მოადგილეთა სხვა თანამდებობები მუშაობის სხვა უბნების მიხედვით:
ა) დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, რომელიც განაგებს კლასგარეშე მუშაობას;
ბ) დირექტორის მოადგილე პრაქტიკის დარგში;
გ) დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში.
8. სასწავლებლის დირექტორის მოადგილეებს ნიშნავს დირექტორი, ისინი სრული პასუხისმგებელნი არიან მათზე მინდობილი უბნის მუშაობისადმი.
9. დირექტორის მოადგილის, აგრეთვე სასწავლებლის სხვა ხელმძღვანელ მუშაკთა კომპეტენციას ადგენს დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, ტიპური დებულებითა და საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიუ-რი საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას, არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიური საბჭო შედგება რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს პედაგოგთა 1/3-ს.
5. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგენლებს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში.
6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სასწავლო მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან.
7. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
მუხლი 6. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი, დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი.
3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს.
6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
მუხლი 7. მასწავლებლები, სასწავლო-დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალი
1. კოლეჯში მასწავლებლად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება.
2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე.
3. კოლეჯის მასწავლებლებს უფლება აქვთ:
ა) ისარგებლონ კოლეჯის ლაბორატორიებით, კაბინეტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზით, ბიბლიოთეკით და სხვა სასწავლოდამხმარე დაწესებულებებით, აგრეთვე სპორტული ბაზებითა და ნაგებობებით;
ბ) მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის ძირითადი საკითხების განხილვაში პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, თათბირებზე და შეიტანონ თავისი წინადებები სასწავლებლის ადმინისტრაციაში;
გ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლებლის ადმინისტრაციის ან მმართველობის ორგანოების მიერ მათი მუშაობის შემოწმების შედეგების შეჯამებაში;
დ) აწარმოონ ექსპერიმენტალურ-საკონსტრუქტორო სამუშაოები და მონაწილეობა მიიღონ მათი შედეგების დანერგვაში.
4. კოლეჯის მასწავლებლები მოვალენი არიან:
ა) მაღალ მეცნიერულ დონეზე წარმართონ სასწავლო და მეთოდური მუშაობა თავის სპეციალობაში; უზრუნველყონ სასწავლო გეგმის შესრულება;
ბ) აწარმოონ მოსწავლეთა მოსწრების აღრიცხვა, ორგანიზაცია გაუკეთონ და გააკონტროლონ მათი დამოუკიდებელი მუშაობა;
გ) აწარმოონ კლასგარეშე აღმზრდელობითი მუშაობა;
დ) უზრუნველყონ უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების შესრულება;
ე) სისტემატიურად იმაღლებდნენ კვალიფიკაციას.
5. დირექტორის განკარგულებით მასწავლებელს შეიძლება დაეკისროს საგნობრივი /ციკლობრივი/ კომისიისადმი ხელმძღვანელობა, არსებული ან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი კაბინეტების ან ლაბორატორიების გამგეობა შესაბამისი საგნების მიხედვით.
6. სასწავლო ჯგუფებში სასწავლო-აღმზრდელობითი და ორგანიზაციული მუშაობისადმი ყოველდღიური ხელმძღვანელობისათვის დირექტორის მიერ მასწავლებელთა რიცხვიდან ინიშნებიან ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც მუშაობენ ჯგუფის ხელმძღვანელის შესახებ დებულების საფუძველზე.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით კოლეჯი ადგენს სასწავლებლის დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალის საშტატო თანამდებობებს.
8. სასწავლო-დამხმარე და ადმინისტრაციულ-სამეუნეო პერსონალის დანიშვნა ხდება დირექტორის მიერ.
მუხლი 8. მოსწავლეები
1. რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში.
2. რუსთავის პოლიტექნიკურ კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების /მეტალურგია, ქიმია/ დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. რუსთავის პოლიტექნიკურ კოლეჯში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით.
4. რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის მოსწავლეებს უფლება აქვთ:
ა) უფასოდ ისარგებლონ სასწავლებლის ლაბორატორიებით, კაბინეტებით, აუდიტორიებით, სამკითხველო დარბაზით, ბიბლიოთეკით და სხვა სასწავლო-დამხმარე დაწესებულებებით, აგრეთვე სპორტული ბაზებით, ნაგებობებით, ინვენტარითა და მოწყობილობებით;
ბ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესის სრულყოფის, საწარმოო პრაქტიკის ორგანიზაციის, მოსწავლეთა ტექნიკური შემოქმედების, აგრეთვე აკადემიური მოსწრების, შრომისა და სასწავლო დისციპლინის და სხვა საკითხების განხილვაში, რომლებიც დაკავშირებულია მოსწავლეთა სწავლასა და ყოფა-ცხოვრებასთან;
გ) მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტალურ-საკონსტრუქტორო სამუშაოებში;
დ) მონაწილეობა მიიღონ სასწავლებლის კოლექტივის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სპორტული სექციების, წრეების მხატვრული თვითმოქმედების მუშაობაში.
5. რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის მოსწავლეები მოვალენი არიან:
ა) სისტემატურად და ღრმად ეუფლებოდნენ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ ჩვევებს არჩეულ სპეციალობაში;
ბ) სისტემატურად იმაღლებდნენ კულტურულ დონეს;
გ) ესწრებოდნენ სავალდებულო მეცადინეობებსა და დადგენილ ვადებში ასრულებდნენ ყველა სახის დავალებას, რაც გათვალისწინებულია სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით;
დ) აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლებელსა და საწარმოს კოლექტივის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
ე) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი.
6. სასწავლო და საზოგადოებრივ მუშაობაში წარმატებებისათვის მოსწავლეებისათვის დგინდება წახალისების სხვადასხვა ზომა.
7. სასწავლო დისციპლინის და შინაგანაწესის წესების დარღვევისათვის მოსწავლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.
8. მოსწავლის გარიცხვა ხდება დირექტორის განკარგულებით პედაგოგიურ საბჭოზე საკითხის განხილვის შემდეგ.
9. საწარმოო (ტექნოლოგიური) პრაქტიკის გავლის პერიოდში უნდა ასრულებდეს სამუშაოს, რომელიც შეესატყვისება მოსამზადებელ სპეციალისტთა პროფილს.
10. მოსწავლეები, რომელთაც შეასრულეს სასწავლო გეგმისა და პროგრამების ყველა მოთხოვნა, დაიშვებიან სადიპლომო პროექტის დაცვაზე, ან/და სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის სახელმწიფო გამოცდებზე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესით.
11. მოსწავლეს, რომელმაც დაიცვა სადიპლომო პროექტი ან ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ენიჭება კვალიფიკაცია მიღებული სპეციალობის შესაბამისად და ეძლევა კოლეჯის დამთავრების სერტიფიკატი, დადგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
12. რუსთავის პოლიტექნიკურ კოლეჯს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის წესით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით.
13. რუსთავის პოლიტექნიკური კოლეჯის ყოველ მოსწავლეს ეძლევა მოსწრების წიგნაკი და მოსწავლის ბილეთი.
მუხლი 9. სასწავლო მუშაობა
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ” და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სასწავლო მუშაობა წარმოებს სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. მოთხოვნათა მოცულობა, რომელიც წაეყენება მოსწავლეებს სასწავლო გეგმის ყოველი საგნის შესწავლისას, აგრეთვე პრაქტიკის ჩატარებისას, განისაზღვრება სასწავლო პროგრამებით, რომელიც მუშავდება და მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
6. კოლეჯში გათვალისწინებულია სასწავლო მუშაობის შემდეგი სახეები: თეორიული სწავლება, ლაბორატორიული პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა, საკურსო და სადიპლომო გეგმარები.
მუხლი 10. ქონება და სახსრები
1. კოლეჯის შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, ინვენტარი და სხვა ქონება ითვლება სახელმწიფო საკუთრებად.
2. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს ადგენს ადმინისტრაცია და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორი.
3. კოლეჯის სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული არასაბიუჯეტო შემოსავლებისაგან.
4. კოლეჯს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები. იჯარით გასცეს, როგორც საკუთარი, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი – სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.
6. კოლეჯის მუშაკები და მოსწავლეები მოვალენი არიან გაუფრთხილდნენ მის ქონებას, განახორციელონ შენობათა და მოწყობილობათა სწორი ექსპლუატაცია, დაიცვან მკაცრი ეკონომია სასწავლებლის მატერიალური და ფულადი სახსრების ხარჯვისას.
7. პირი, რომელსაც ბრალი დაედება ქონების დაზიანებაში და მატერიალური ზარალის მიყენებაში, პასუხს აგებს დადგენილი წესით.
8. კოლეჯი დადგენილი წესით წარმართავს საქმის წარმოებას, არქივს, ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშგებას, ანგარიშს აბარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და წარუდგენს სტატისტიკურ და სხვა ცნობებს შესაბამის ორგანიზაციებს.
მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანინმდებლობით დადგენილი წესით.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 12. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია
1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი კოლეჯის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 13. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.