ლანჩხუთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.03.2005 ძალადაკარგული 12.11.2007
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 04/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.202

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №133

2005 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

ლანჩხუთის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათ­ლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართვე­ლოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ლანჩხუთის პროფესიული სასწავლებელი დაფუძ­ნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ლანჩუხის პროფესიული სასწავ­ლებლის თანდართული წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლანჩხუთის პროფესიულისასწავლებლის

წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლანჩხუ­თის პროფესიული სასწავლებელი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძ­ველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმა­ნათლებლო პროგრამას.

2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს სა­ქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათ­ლების შესახებ” საფუძველზე.

3. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

4. სასწავლებელს გააჩნია საჯარო სამართლის იური­დიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუ­კიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებუ­ლებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

5. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ლანჩხუ­თი, თამარ მეფის ქ. №47.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. სასწავლებლის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;

ბ) მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში – პრინციპის საფუძ­ველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა ადგილობ­რივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის სა­ფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო, ფერმერული საქმია­ნობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების სწავ­ლება, ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება და ამ გზით რეგიონში ფერმერული, გლეხური მეურნეობების ორგანიზაციისა და საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;

დ) მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარ­მეობის განვითარებისათვის საჭირო ცოდნის გავრცე­ლება, ამ კუთხით რეგიონში სწავლების ორგანიზაცია;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მე­შვე­ობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის, უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ვ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

ზ) წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტურუ­ლი ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. სასწავლებლის უფლებამოსილებანი

1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. სასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობის, სა­ხელ­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. სასწავლებელს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულე­ბებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური სახსრები;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს საწარმო, შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება სასწავლებ­ლის მიზნების განხორციელებას. (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთიანებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში გა­ნათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმე­ბით დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქტურა, საშ­ტა­ტო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. სასწავლებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქარ­თველოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებს (პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე);

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე).

2. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგ­რამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათლებლო საშუა­ლო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათ­ლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწ­მობა.

3. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნო­ბას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელ­დება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხან­გრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწარმოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში სასწავლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვა­ლის­წი­ნე­ბული განაკვეთის შესაბამისად.

9. სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. სასწავლებლის მართვა

1. სასწავლებლის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტი­პური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფ­ლე­­ბამოსილებათა ფარგლებში, სასწავლებელს მარ­თავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ლი­ცეუ­მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავი­სუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუ­შაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშე­წონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალის­წინებული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის გან­ხორ­ციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს;

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის, ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თა­ნამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეად­გენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედა­გოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედა­გოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედა­გოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის და­სა­ხელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარ­დეს ფარული კენჭისყრაც.

6. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

7. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანე­ლობს დირექტორი.

8. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

9. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მე­თოდურ მუშაობას;

10. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

11. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლებელში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

12. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობა აირჩევა ყოველწლიურად სასწავლო წლის დასაწყისში.

13. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

14. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. სასწავლებელში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, სასწავ­ლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი, დამსაქ­მებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმო­მადგენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებ­ზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­ფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯან­მრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავ­ლებელში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავ­ლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან:

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი.

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით, დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანო­ბას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პრო­ფესიით სწავლის გაგრძელების შეუძებლობის შემთხვე­ვაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მოს­წავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;

ი)18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის სა­ფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დი­რექ­ტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი გა­ნათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპე­და­გო­გიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგური ცოდნის მინიმუმის მისა­ღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულე­ბით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. სასწავლებლის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგო­გიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინან­სური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.

8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები.

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვე­ტაში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.

    მუხლი 11. სასწავლებლის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსა­ხორ­ციელებ­ლად სასწავლებელს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.

2. სასწავლებელი მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამო­სილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. სასწავლებლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:    

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღე­ბული შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომ­სახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკა­ციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემო­სავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განი­კარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლია­ნად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანე­ბის შესრუ­ლებას. სასწავლებლის სახსრების გამოყე­ნე­ბა სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს განათლებისა და მეც­ნიე­­რების სამინისტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატ­ვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებას­თან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეუ­ლებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიც­ხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებ­ლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სას­წავლებლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამარ­თლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვ­ნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუ­მენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

1. სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლან­ჩხუ­თის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს ლანჩხუთის პროფესიული სასწავლებლის უფლე­ბამონაცვლეს.