,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №19 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
300280010.22.250.007431
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 30/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.22.025.007.431

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №32

2005 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის     10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის    №19 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის  2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარ­გუ­ლად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამი­ნის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრის 2005 წლის 4 აპრილის №19 ბრძანებით დამ­­ტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №39, მუხ­ლი 414) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) გენერალური ინსპექცია.”.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ” ქვეპუნქტი:

,,ვ) გენერალური ინსპექცია:

ვ.ა) შიდა აუდიტის სამმართველო;

ვ.ბ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო.”.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მე-8 მუხლის ,,ა.გ” ქვეპუნქტი.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ბ) კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო მონაცემების თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობის და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტო­რინგი და ამ საკითხებზე პერიოდული ინფორმაციების მომზადება.”.

5. მე-10 მუხლის ,,ბ.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ე) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებუ­ლი სსიპ იურიდიული სამსახურის მუშაობის კოორ­დინირება.”.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შენაარსის 101 მუხ­ლი:

,,მუხლი 101. გენერალური ინსპექცია

1. გენერალური ინსპექციის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები:

ა) შიდა აუდიტის სამმართველო:

ა.ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპ­ლინისა და მათი ქმედებების კანონიერების დაცვის კონტროლი;

ა.ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამ­­სა­ხურებრივი უფლებამოსილების განხორციელე­ბას­თან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი მოკვლევა და შესაბამისი დასკვნის მომზა­დება;

ა.გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახ­სრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველ­ყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიული პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსუ­რი და თემატური შემოწმება;

ა.დ) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონ­მდებ­ლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზე­ზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარ­ვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ა.ე) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონ­ტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების მომზა­დება;

ა.ვ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;

ბ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო:

ბ.ა) მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა (მათ შორის, საბითუმო დონეზე ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ გაუმართაობათა შესწავლა) მიზეზების შესწავლა, მისი ანალიზი და სათანადო დასკვნების მომზადება;

ბ.ბ) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძ­ველზე ტექნიკურ გაუმართაობათა აღმოჩენის შემ­თხვევაში შესაბამისი დასკვნის მომზადება, მინის­ტრისათვის წარდგენა და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მინისტრისათვის შესა­ბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ბ.გ) მინისტრის დავალების საფუძველზე სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად განხორ­ციელებული ენერგეტიკული საწარმოების რეაბილი­ტაციის ხელშეკრულების საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის მიერ ნაკისრი ტექნიკური სამუშაოების კონ­ტროლი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვა­ლის­წინებულ ძირითად ფუნქციებს გენერალური ინ­სპექცია ახორციელებს მინისტრის კონკრეტული დავა­ლების საფუძველზე და მის შესაბამისად.

3. გენერალური ინსპექცია მინისტრს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას თითოეული განხორციე­ლებული შემოწმების, სამსახურებრივი მოკვლევისა და მისი შედეგების შესახებ.

4. ყოველ კალენდარულ წელს, 3 თვეში ერთხელ, გენერალური ინსპექცია წარუდგენს მინისტრს გან­ზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების თაობაზე.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური