,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №19 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.007.859
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №63
2005 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №19 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №19 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გენერალური ინსპექციის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და შემდეგი სამმართველოები:
ა) შიდა აუდიტის სამმართველო:
ა.ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი ქმედებების კანონიერების დაცვის კონტროლი;
ა.ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსა-ხურებრივი მოკვლევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ა.გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
ა.დ) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ა.ე) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ა.ვ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;
ბ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო:
ბ.ა) მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა (მათ შორის საბითუმო დონეზე ელექ-ტროენერგიის აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ გაუმართაობათა შესწავლა) მიზეზების შესწავლა, მისი ანალიზი და სათანადო დასკვნების მომზადება;
ბ.ბ) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, ტექნიკურ გაუმართაობათა აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მინისტრისათვის წარდგენა და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდა-ციების მომზადება;
ბ.გ) მინისტრის დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად განხორციელებული ენერგეტიკული საწარმოების რეაბილიტაციის ხელშეკრულების საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის მიერ ნაკისრი ტექნიკური სამუშაოების კონტროლი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
გ.ა) კოორდინაცის უწევს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებაზე;
გ.ბ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური