საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2007 ძალადაკარგული 26.01.2009
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.270.010032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 01/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.010.032

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №54

2007 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური რაოდენობის დადგენის მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების შემდეგი ლიმიტები:

ა) №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება                    (ქ. რუსთავი) – 1846 ადგილი;

ბ) №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 830 ადგილი;

გ) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი) – 942 ადგილი;

დ) №7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (მცხეთის რაიონი) – 1100 ადგილი;

ე) №8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (წყალტუბოს რაიონი) – 917 ადგილი;

ვ) №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ხონის რაიონი) – 600 ადგილი;

ზ) №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი) – 370 ადგილი;

თ) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება (ქ. თბილისი) – 160 ადგილი;

ი) №1 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 750 ადგილი;

კ) №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. ქუთაისი) – 1840 ადგილი;

ლ) №3 საპყრობილე (ქ. ბათუმი) – 503 ადგილი;

მ) №4 საპყრობილე (ქ. ზუგდიდი) – 305 ადგილი;

ნ) №5 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 1881 ადგილი;

ო) №8 საპყრობილე (მცხეთის რაიონი) – 236 ადგილი;

პ) №2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 923 ადგილი;

რ) №7 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 108 ადგილი;

ჟ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულება (მცხეთის რაიონი) – 537 ადგილი;

ს) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება (ქ. თბილისი) – 314 ადგილი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №129 ბრძანება (410.012.004.315).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე