საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.012.698
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №24
2009 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა (შემდგომში – პატიმარი) შევსების შემდეგი ლიმიტები:
ა) №1 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 750 პატიმარი;
ბ) №3 საპყრობილე (ქ. ბათუმი) – 557 პატიმარი;
გ) №4 საპყრობილე (ქ. ზუგდიდი) – 305 პატიმარი;
დ) №7 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 108 პატიმარი;
ე) №8 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 3672 პატიმარი;
ვ) №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 2380 პატიმარი;
ზ) №2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 2744 პატიმარი;
თ) №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწე-სებულება (ქ. ქუთაისი) – 1840 პატიმარი;
ი) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი) – 970 პატიმარი;
კ) №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი) – 1300 პატიმარი;
ლ) №7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი) – 1600 პატიმარი;
მ) №8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) – 2500 პატიმარი;
ნ) №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ხონის მუნიციპალიტეტი) – 650 პატიმარი;
ო) №10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი) – 370 პატიმარი;
პ) არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება (ქ. თბილისი) – 160 პატიმარი;
ჟ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი) 540 პატიმარი;
რ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება (ქ. თბილისი) – 250 პატიმარი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსე-ბის ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 28 თებერვლის №54 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 26.01.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.270.012698.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.06.2009-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტის დამტკიცების თაობაზე“, №24, 26.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.270.012698 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1416308/