ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.07.2007 ძალადაკარგული 04.12.2008
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.010561
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 11/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

შემდგომი ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.010.561

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №11

2007 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ 02.05.07, №340/22–7 და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის“ 04.05.07, №1214/1 წერილებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

მუხლი 1. დამტკიცდეს გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს ,,თელასისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისა“) მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისათვის ძაბვების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

 

ძაბვა

თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე

1.

35 –110 კილოვოლტი

0,206

2.

6 –10 კილოვოლტი

0,580

3.

220/380 ვოლტი

1,320

 

მუხლი 2. ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის (გარდა კვალიფიციური საწარმოებისა) გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს ,,თელასისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისა“) ელექტროენერგიის გატარების ტარიფები დადგინდეს ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.

მუხლი 3. გამანაწილებელმა კომპანიებმა ელექტროენერგიის გატარებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ განცალკავებულად და შესაბამისი ინფორმაცია ყოველკვარტალურად მიაწოდონ სემეკს.

მუხლი 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

თავმჯდომარე              გ. თავაძე