ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.010.759
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1149
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სანებართვო მოწმობის მიღებამდე ნებართვის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №784 ბრძანება.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.09.2008.
- როდის იქნა მიღებული „ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
- „ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 16.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1149. სარეგისტრაციო კოდი — 410010000.22.023.010759.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.09.2008-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №1149, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 410010000.22.023.010759 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1417825/