საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.08.2006 ძალადაკარგული 16.08.2007
ნომერი
№784
სარეგისტრაციო კოდი
410010000.22.023.009145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 25/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.009.145

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №784

2006 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

  ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-11 მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სანებართვო მოწმობის აღებამდე ნებართვის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 19 აგვისტოს №269 ბრძანება.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი              დ. ჩანტლაძე

დანართი №1

 

 

               

 

 

 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

სანებართვო მოწმობა №

ნებართვის მფლობელი ______________________________________

                                                    (სახელი, გვარი)

____________________________________________________________

                                      (იურიდიული მისამართი)

მოპოვების რაიონი: (ნებადართული ტერიტორიები)

ნადირობის დღიური ლიმიტი: მწყერი – 20ც, მტრედი – 10ც, ჩიბუხა – 5ც, გვრიტი – 10ც, ქედანი – 10ც, გვიძინი (გულიო) – 10ც, ტყის ქათამი – 7ც, წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა – 8ც.

ნებართვის მოქმედების ვადა 05-09-200-წ.-დან   01-03-200 წ.-მდე თითოეული სახეობისათვის; რეგიონების მიხედვით განსაზღვრულ ვადებში

სანებართვო მოწმობის გამცემი ორგანო __________________________________________                     

     ბ. ა.             თარიღი      „_______“           „_______“    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“?
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 25.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №784. სარეგისტრაციო კოდი — 410010000.22.023.009145.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.08.2007-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №784 ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №784, 25.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 410010000.22.023.009145 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1425642/