საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №269 ,,ნადირობის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.007.642
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№269
2005 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
ნადირობის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს№138 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-11 მუხლისა და ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი№1-ის შესაბამისად.
2. ნადირობა ნებადართულია ყოველი სანადირო სეზონისათვის ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 04 ოქტომბრის№97 ბრძანებით განსაზღვრული ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა (სახეობების) და რეგიონების მიხედვით განსაზღვრული ვადების შესაბამისად, 29 აგვისტოდან 01 მარტამდე.
3. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სანებართვო მოწმობის აღებამდე ნებართვის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მოვალეობის შემსრულებელი
დ. ჩანტლაძე
დანართი№1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტრო
სანებართვო მოწმობა № -----
ნებართვის მფლობელი -----------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
-------------------------------------------------------------------------------------
(იურიდიული მისამართი)
მოპოვების რაიონი: (ნებადართული ტერიტორიები)
ნადირობის დღიური ლიმიტი: მწყერი – 20ც, მტრედი – 10ც, ჩიბუხა – 5ც, გვრიტი–10ც, ქედანი – 10ც, გვინძი (გულიო) – 10ც, ტყის ქათამი – 7ც, წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადაგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა, მელოტა) – საერთო რაოდენობა – 8ც.
ნებართვის მოქმედების ვადა 29-08-2005 წ.-დან 01-03-2006 წ.-მდე თითოეული სახეობისათვის რეგიონების მიხედვით განსაზღვრულ ვადებში
სანებართვო მოწმობის გამცემი ორგანო ----------------------------------------------------
---------------------------------------------------
ბ. ა. თარიღი „-------“ „----------------------“