საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.010.148
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №89
2007 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესი ამ ბრძანების დანართის სახით.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 5 თებერვლიდან.
გ. ქავთარაძე
დანართი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესი
მუხლი 1.
ეს წესი, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განსაზღვრავს წვევამდელის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სამხედრო წვევამდელთა ჩარიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2.
წვევამდელის მიერ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს სავალდებულო ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით.
მუხლი 3.
წვევამდელზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცე-ბის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებები, სხვა სამართლებრივი აქტები და ეს წესი.
მუხლი 4.
სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელიც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.
მუხლი 5.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6.
სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხი კონტინგენტის რაოდენობა გათვალისწინებულია ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებულ საქართველოს სამხედრო ძალებში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
მუხლი 7.
საქართველოს სამხედრო ძალებში წვევამდელთა გაწვევის პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მიერ ტარდება გასაუბრება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხ კანდიდატებთან. გასაუბრების გავლისას მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები.
მუხლი 8.
გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას.
მუხლი 9.
კანდიდატი საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან, გონივრულ ვადაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, როგორც წესი, წარუდგენს პირადობის მოწ-მობის, დიპლომის ან ატესტატის, თავისი და ახლო ნათესავების (მეუღლე, შვილი, მამა, დედა, და, ძმა და აღმზრდელი) დაბადებისა და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში – ცნობის დამოწმებულ ასლებს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, თავის ფოტოსურათებს 3X4 სამ ეგზემპლარს, ცნობას სასწავლებლიდან, აგრეთვე, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 10.
წვევამდელს, რომელიც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უნდა ჩაირიცხოს სამსახურში, წარმოდგენილი საბუთების სრულყოფილების დადგენის შემდეგ ეძლევა მიმართვა სამხედრო-საექიმო კომისიის გასავლელად.
მუხლი 11.
წვევამდელზე გაცემული სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ეგზავნება კონფიდენციალურად.
მუხლი 12.
წვევამდელები ვალდებულნი არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დადგენილი წესით ჩააბარონ ფიზიკური მომზადების ნორმატივები.
მუხლი 13.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ახდენს კანდიდატების შემოწმებას ნასამართლეობაზე.
მუხლი 14.
შერჩეული კანდიდატების სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამსახურში ჩარიცხვა და წოდების მინიჭება ფორმდება საქართველოს იუსტიციის მინის-ტრის ბრძანებით. მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება სამსახურში ჩარიცხვის დღიდან.
მუხლი 15.
წვევამდელი სამსახურში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩარიცხვის შემდეგ გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით.
მუხლი 16.
წვევამდელმა სამხედრო ფიცის დადებამდე არ შეიძლება შეასრულოს სამხედრო სამსახურებრივი ამოცანები, მათ შორის, საგუშაგო სამსახურებრივი მოვალეობები.
მუხლი 17.
დასაშვებია სამსახურის ქვედანაყოფებში ჩარიცხული წვევამდელების გადაადგილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კანონით დადგენილი ქვედანაყოფის ფარგლებში.