ოქმი „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის" ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110721009, 26/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ო ქ მ ი

 “საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის

“ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის შესახებ

 

საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, შეთანხმდნენ „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში (შემდგომში - „შეთანხმება“) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები იმ საკრედიტო ხაზით გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის მიზნით, რომელიც წინამდებარე ოქმისა და შეთანხმების საფუძველზე გამოყოფილია შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისათვის“.

შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილი საკრედიტო ხაზი შედგება ორი ტრანშისაგან, ტრანში ა და ტრანში ბ. ტრანში ა-ს კრედიტის მოცულობა – 200 (ორასი) მილიონი აშშ დოლარი (გამოყოფილი 2007 წლის 7 თებერვლის შეთანხმების შესაბამისად), ტრანში ბ-ს მოცულობა – 575 (ხუთას სამოცდათხუთმეტი) მილიონი აშშ დოლარი.

 

მუხლი 1

შეთანხმების მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„- წინამდებარე შეთანხმების საგანს წარმოადგენს „ბაქო-თბილისი-ყარსის” ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში (შემდგომში „პროექტი~) მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე სარკინიგზო მონაკვეთის (შემდგომში „მონაკვეთი~) ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ასევე, ექსპლუატაციის პირობები და პრინციპები, რაც მოიცავს მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთის მშენებლობასა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალაქალაქი - თურქეთის რესპუბლიკის საზღვამდე მონაკვეთის მშენებლობას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას“;

 

მუხლი 2

შეთანხმების მე-3 მუხლის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„- პროექტის განხორციელებაზე უფლებამოსილი შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ (შემდგომში „მსესხებელი“) პროექტის დასრულებამდე და კრედიტის სრულად დაფარვამდე (შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ წარმოადგენს 100%-ით საქართველოს მფლობელობას) არ ექვემდებარება მთლიან ან ნაწილობრივ პრივატიზებას ან ლიკვიდაციას“.

 

მუხლი 3

შეთანხმების მე-3 მუხლის მესამე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მონაკვეთზე სარკინიგზო ხაზის, შესაბამისი ინსტრასტრუქტურისა და კომუნიკაციის მშენებლობისათვის აუცილებელი მიწის ყველა ნაკვეთის საკუთრების უფლება გადაეცეს მსესხებელს“;

 

მუხლი 4

შეთანხმების მე-3 მუხლის მე-8 აბზაცის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის ახალი აბზაცი:

„- ყველა ნებართვის, თანხმობისა და ლიცენზიის გაცემა, ისევე როგორც პირობების შექმნა მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად“.

 

მუხლი 5

შეთანხმების მე-5 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საპროექტო, სამშენებლო, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, განხორციელდება აზერბაიჯანული მხარის მიერ აგენტ-ბანკის მეშვეობით გამოყოფილი საკრედიტო ხაზით, რომლის საერთო ოდენობაა 775 მილიონი აშშ დოლარი. საკრედიტო ხაზი შედეგება ორი ტრანშისაგან (ტრანში ა და ტრანში ბ). ტრანში ა – 200 მლნ აშშ დოლარი 1%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით, 25 წლის ვადით შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით, ხოლო ტრანში ბ – 575 (ხუთას სამოცდახუთი) მლნ აშშ დოლარი, 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით, 25 წლის ვადით შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით“.

 

მუხლი 6

შეთანხმების მე-5 მუხლის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსესხებელი პასუხისმგებელია მონაკვეთის პროექტის მომზადებასა და მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციაზე.

მშენებლობის დასრულებისა და მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია გადაეცემა იურიდიულ პირს – ერთობლივი საწარმო (შემდგომში „ეს“), რომელიც შეიქმნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით (ანუ საწესდებო კაპიტალში წილები განაწილდება თანაბრად დამფუძნებლებს შორის) დსს „აზერბაიჯანის რკინიგზისა“ და შპს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან. მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვის უფლება არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს მხარეთა წინასწარი ნებართვის გარეშე. „ეს“ იფუნქციონირებს ა და ბ ტრანშებით გამოყოფილი კრედიტების სრულად დაფარვამდე. მხარეები შეთანხმდნენ შექმნან „ეს“ დადგენილი წესით მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლამდე 3 (სამი) თვით ადრე.

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ უნდა გააფორმოს ხელშეკრულება „ეს“-თან, ვადით კრედიტის სრულად დაფარვამდე, სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და ფულადი სახსრების დაბრუნებაზე ყველა საკრედიტო ვალდებულების გადაცემის თაობაზე.

მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექპლუატაციიდან და მართვიდან მიღებული ყველა სახსრები უნდა ჩაირიცხოს მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და მართვის განმახორციელებელი „ეს“-ის ანგარიშებზე. საკუთარი ხარჯების (კაპიტალური, მიმდინარე და ოპერაციული ხარჯების ჩათვლით) დაქვითვის შემდგომ დარჩენილი, მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციიდან მიღებული, თავისუფალი სახსრები მიმართული უნდა იქნეს ა და ბ ტრანშებით გამოყოფილი კრედიტის დაფარვაზე, მათ სრულად დაფარვამდე, აზერბაიჯანული მხარის მიერ დამტკიცებულ ანგარიშებზე.

 

 

მუხლი 7

შეთანხმების მე-6 მუხლის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბიუჯეტის დამტკიცების გზით საკრედიტო სახსრების გამოყენებაზე კონტროლი და მისი შესრულება კრედიტის სრულად დაფარვამდე წარმოადგენს საკოორდინაციო საბჭოს განსაკუთრებულ კომპეტენციას. გასული წლის პირველ დეკემბრამდე ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში, მსესხებელი უფლებამოსილია გააგრძელოს სახსრების ეფექტიანი გამოყენება და ხარჯვა, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარეების წინასწარ ინფორმირებით.“

 

მუხლი 8

„შეთანხმების“ დებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომელთა შეტანაც ხორციელდება წინამდებარე ოქმით. „შეთანხმება“ და წინამდებარე ოქმი იკითხება და განიმარტება, როგორც ერთიანი დოკუმენტი.

 

მუხლი 9

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის „შეთანხმების“ მე-11 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 10

შესრულებულია 2011 წლის 18 მაისს ქ. ბაქოში, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. დავების წარმოქმნის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

 

სახელით

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის

 

მთავრობის სახელით

                          (ხელმოწერილია)

 

                           (ხელმოწერილია)