ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.05.2005 ძალადაკარგული 15.09.2008
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007348
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 10/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.348

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №216

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართვე­ლოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომ­ბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგო­გიური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იური­დიულ პირად.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პი­რის – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგოგიუ­რი კოლეჯის წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ- პედაგოგიური კოლეჯის წესდება

 

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი

1. ბათუმის სახელმწიფო ინდუსტრიულ-პედაგო­გიუ­რი კოლეჯი არის ,,განათლების შესახებ” და ,,სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” სა­ქარ­­თველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო ზოგადი და საშუალო პროფე­სიუ­ლი განათლების პროგრამებს.

2. კოლეჯის სახელწოდებაა – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის სახელმწიფო ინდუს­ტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი.”

3. კოლეჯს გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გადაცემული უძრავი ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესე­ბულებებში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახუ­ლებით, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს. თავისი საქმიანობის განსახორციე­ლებლად შეუძლია ააშენოს, დაიქირაოს საჭირო უძრავი და მოძრავი ქონება, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, 384500, დიმიტრი თავდადებულის ქუჩა №61.

6. კოლეჯში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, რელიგიური გაერთიანებების შექმნა და მოღვაწეობა.

    თავი II. მიზნები, ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი  კოლეჯის უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 2. მიზნები და საქმიანობის საგანი

1. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და ამოცანებია:

ა) მოამზადოს მოსწავლე-ახალგაზრდობა, შეუქმნას მათ თავიანთი ნიჭისა და უნარის, მიდრეკილების სრუ­ლი წარმოჩენისა და განვითარების შესაძლებლო­ბები, იზრუნოს მათ მაღალკვალიფიციურ სპეციალის­ტებად ჩამოყალიბებისათვის სათანადო პირობების შექმნაზე. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფი­ციური სპეციალისტები;

ბ) მოსწავლე-ახალგაზრდობაში ჰუმანიტარული და ტექნიკური დისციპლინების პოპულარიზაციის გაწევა, სწავლების მეთოდების სრულყოფა და მოზარდთა ზნეობრივი მოთხოვნილებებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებისათვის ზრუნვა.

2. კოლეჯის საქმიანობის საგანია:

ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზა­დება კოლეჯში არსებული სპეციალობების მიხედვით;

ბ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთთანამ­შრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალ­საზრისით საქართველოში და მის ფარგლებს გა­რეთ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება;

გ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას.

    მუხლი 3. კოლეჯის უფლება-მოვალეობანი

1. კოლეჯი უფლებამოსილია:

ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების სა­ფუძ­ველზე, გახანგრძლივებული სპეციფიკური სასწავ­ლო გეგმებით სრული თეორიული კურსის დამთავრე­ბისა და სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი);

ბ) წარმართოს თავისი საქმიანობა განათლების სფე­როში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელ­მწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რის­თვისაც სახელმწიფოსაგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას;

გ) კანონმდებლობის განსაზღვრული წესით დადგინოს კოლეჯის ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფა­სური;

დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას და დახუროს ფილიალები;

 ე) განსაზღვროს საგანმანათლებლო საქმიანობით პრიორიტეტული მიმართულებები;

ვ) შეიმუშაოს საბიუჯეტო სექტორზე სპეციალობის მიხედვით მისაღები კონტინგენტის რაოდენობის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ზ) შეიმუშაოს კოლეჯის შინაგანაწესი, სადაც დეტალურად აისახება კოლეჯის სამუშაო რეჟიმი, სა­ბიუ­ჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორის მუშაობის წე­სი, მოსწავლეთა და პედაგოგთა ძირითადი უფლება-მოვა­ლეობანი;

თ) დაადგინოს თანამშრომელთა დატვირთვის მოცუ­ლობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრუ­ლებაში;

ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი. დაადგინოს შრომითი ანაზღაურებისა და მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები, თანამდებობრივი სარგოები;

კ) აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის სასწავლებ­ლებთან, მოსწავლეთა და პედაგოგთა გაცვლის, სტა­ჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

ლ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება კოლეჯის მიერ ამ ქვეყნების შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძ­ველზე შესაბამისი კომპენსაციის ან იმ სახსრების ხარჯზე, რომელთაც გადარიცხავენ ეს იურიდიული ან ფიზიკური პირები კოლეჯის ანგარიშზე;

მ) აწარმოოს მოსწავლეთა მიღება და სწავლება არასა­ბიუჯეტო სექტორზე იმ სპეციალობათა ნუსხის მიხედ­ვით, რომლებიც საბიუჯეტო სექტორითაა გათ­ვალის­წინებული, აგრეთვე ამ სპეციალობებში შემავალი ცალკეული საგნების შესწავლის მიზნით. სწავ­ლების საფასურს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს კოლეჯის ადმინის­ტრაცია, რომლის რაოდენობაც სხვა პირობებთან ერთად აისახება კოლეჯსა და მოსწავლეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში;

ნ) კოლეჯის ნებისმიერი კურსის საბიუჯეტო სექ­ტორიდან კურსზე დატოვებული მოსწავლე განმეორე­ბითი სწავლებისათვის იხდის სწავლების საფასურს არასაბუჯეტო სექტორზე სწავლებისათვის განსაზღვრუ­ლი ოდენობით. მოსწავლეთა გადაყვანის აღდგენისა და გარიცხვის საკითხს წყვეტს კოლეჯის დირექცია მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) კოლეჯი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებები. ამასთანავე, კოლეჯი დამოუკი­დებელია იმ გადაწყვეტილებათა მიღებასა და განხორ­ციელებაში, რომელიც პირდაპირაა ნებადარ­თული საქარ­თველოს კანონმდებლობით;

პ) კოლეჯის პედაგოგები და მოსწავლეები სარგებ­ლობენ ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლება­მოსილებებით;

ჟ) კოლეჯი ვალდებულია წარმართოს თავისი საქმია­ნობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამი­სად.

თავი III. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა

      მუხლი 4. მართვის ორგანოები

1. კოლეჯის მართვის ორგანოებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) პედაგოგიური საბჭო.

2. ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიან: დირექ­ტორი, დირექტორის მოადგილეები და ადმინისტრა­ციული პერსონალი (მათ შორის, მთავარი ბუღალტე­რი).

3. კოლეჯის ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით:

ა) ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს;

ბ) ადგენს მოსწავლეთათვის სტიპენდიის დანიშვნის წესსა და პირობებს.

    მუხლი 5. კოლეჯის დირექტორი

1. კოლეჯის საქმიანობას ახორციელებს დირექ­ტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავი­სუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. დირექტორი:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციე­ლებს კოლეჯის მართვას და მინდობილობის გარეშე წარ­მოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, განაგებს მის ქონებას, კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე, დებს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ გარიგებებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიო­ნებში ქმნის კოლეჯის ფილიალებს;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს და ამტკიცებს კოლეჯის საშტატო განრიგს;

დ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესა­ბამისად დებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის და მისი ფილიალების თანამშრომლებთან;

ე) ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოად­გილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს;

ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქ­ტებს – განკარგულებებს, რომელთა შესრულება სავალ­­დებულოა მათში მითითებულ პირთათვის;

ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს (შინაგანაწესში აისახება მოსწავლეთა მიღების, სპეციალობიდან სპეციალობაზე, კურსიდან კურსზე გადაყვანა – დატოვებისა და გარიც­ხვის პირობები, მოსწავლეთა უფასო და ფასიანი სა­­გან­მანათლებლო მომსახურების სახეები, სასწავლო წლისა და არდადეგების ხანგძლივობა და განრიგი, ასე­ვე განსაკუთრებულ შემთხვევაში – კერძოდ, გაუთვა­ლის­წინებელი კლიმატური პირობები, ქვეყანაში არ­სებული ექსტრემალური სიტუაციები და ა. შ. კვირისა და სემესტრის ხანგრძლივობა), აკონტროლებს მის დაცვას;

თ) წარადგენს პედაგოგებს ჯილდოებზე;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კოლეჯის ეფექტურად მუშაობისათვის საჭირო სხვა საქმიანობას.

3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხის­მგებლობა კოლეჯის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად გამოყენებაზე.

    მუხლი 6. პედაგოგიური საბჭო

1. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, კოლეჯში არსებობს პედაგო­გიური საბჭო, რომელიც წარმოადგენს არჩევით ორგანოს. მას ხელმძღვანელობს დირექტორი.

2. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესე­ბულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. მის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწი­ლეობს ყველა პედაგოგი.

3. პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და დაამტკიცოს კოლეჯის სასწავლო გეგმები და პროგრამები, სასწავლო ცხრილი;

ბ) დაადგინოს მისაღები გამოცდების წესები და კონტინგენტი;

გ) განიხილოს და დაამტკიცოს საკურსო გამოცდებისა და ჩათვლების წესი, ასევე საკურსო გამოცდების რეგლამენტი.

5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით.

    მუხლი 7. სამეურვეო საბჭო

1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და სახ­სრების რაციონალურად გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია კოლეჯის საქმიანობით და სურს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება.

3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას პედაგოგიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დირექტორი.

4. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს დირექტორი ან დირექციის წარმომადგენელი.

5. სამეურვეო საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს თავჯდომარეს და მოადგილეებს.

6. სამეურვეო საბჭო ხელს უწყობს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას და აკონტროლებს მის მიერ მოზიდული სახსრების დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

    თავი IV. სწავლება

    მუხლი 8. სასწავლო პროცესი

1. კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული.

2. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს როგორც უფა­­სო (სახელმწიფოთა დაკვეთა), ასევე ფასიანი საგან­მანათლებლო პროგრამებით.

3. კოლეჯის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასიანი და უფასო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო ადგი­ლების დაკავება ხდება საკონკურსო შერჩევის წესით, რომ­ლის პირობებს და წესს ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით.

4. კოლეჯში სწავლება ხორციელდება დასწრებუ­ლის, დაუსწრებლისა და ექსტერნის ფორმით.

5. სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს, სემეს­ტრი სრულდება ჩათვლებითა და გამოცდებით.

6. კოლეჯში მეცადინეობის ძირითადი სახეებია: ინ­დივიდუალური, ჯგუფური, ლექცია-სემინარები, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა, სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა, კონსულტაცია, დამოუკიდებელი მუშაობა.

თავი V. კოლეჯის ქონება, ფინანსური სახსრები და საბუღალტრო ანგარიშგება.                          სამეურვეო საბჭო

    მუხლი 9. კოლეჯის ქონება და საფინანსო სამეურნეო საქმიანობა

1. კოლეჯის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული შენობა-ნაგებობებისაგან, ინვენტარისა და მის ბალანსზე რიცხული სხვა ქონებისაგან.

2. კოლეჯს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება, აწარმოოს დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმია­ნობა, რომლის შედეგადაც მიღებული შემოსავალი, სა­გადასახადო უწყებებთან ანგარიშსწორების შემდეგ, მთლი­ანად მოხმარდება კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.

3. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსა­ხურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

    მუხლი 10. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგი­ნოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი შესათანხმებლად საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს.

 2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნუ­ლი აუდიტორი.    

თავი VI. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი. რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, დებულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

    მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი

1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონ­ტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციე­ლებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონი­ლობის, ეფექტურობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­­ნისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის გან­საზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციე­ლებ­ლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლე­ჯის ხელმძღვანელობის არამართლზომიერი გადაწყვე­ტი­ლება.

    მუხლი 12. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორ­ციელ­დება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. კოლეჯის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებენ განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნუ­ლი ლიკვიდატორები.

 4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი კოლეჯის ქონება გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 13. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.