„ქ. თბილისის საფინანსო-ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.05.2005 ძალადაკარგული 01.10.2007
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 10/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.351

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

ბრძანება №213

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის საფინანსო-ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართვე­ლოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ქ.თბილისის საფინანსო-ტექნოლოგიური პროფე­სიული ლიცეუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ქ.თბილისის საფინანსო-ტექნო­ლოგიური პროფესიული ლიცეუმის წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქ. თბილისის საფინანსო-ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის წესდება

     მუხლი 1. ზოგადი დ ებ ულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბი­ლი სის საფინანსო-ტექნოლოგიური პროფესიული ლი­ცეუმი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათ­ლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” სა­ქარ­­თვე­ლოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმანათ­ლებლო პროგრამას.

2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. ლიცეუმი წარმოადგენს დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო-საკონსულტაციო დაწესებუ­ლებას, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას ამაღ­ლე­ბული კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით, ახორ­ციელებს პროფესიული სწავლების ახალი შინაარსის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრობაციასა და გამოცდას.

4. ლიცეუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

5. ლიცეუმს გააჩნია საჯარო სამართლის იური­დიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუ­კიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესე­ბულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. ლიცეუმის იურიდიული მისამართია: ქ. თბილი­სი, ერისთავის ქ. №1.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. ლიცეუმის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო­მიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე პროფესიული განათლების პი­რობების შექმნა პროფესიული განათლება ყველასათ­ვის – პრინციპის საფუძველზე;

გ) მოსწავლეთა ეკონომიკური აზროვნების განვი­თარება, სპეციალისტთა მომზადება სამრეწველო-ეკო­ნომიკური სფეროსათვის;

დ) ახალი ეკონომიკური პროფესიების სწავლება და ამ გზით მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითა­რებისათვის ხელის შეწყობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის, უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ვ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

ზ) სწავლების შინაარსის სრულყოფა დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების აპრობაცია, გამოცდა და დანერგვა.

     მუხლი 3. ლიცეუმის უფლებამოსილებანი

1. ლიცეუმი სახელმწიფო კონტროლით დამოუკი­­დებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. ლიცეუმს საქართველოს კანომდებლობის, სა­ხელ­­მწი­­ფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარ­ტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. ლიცეუმს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკით­ხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პრო­ფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;

დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარ­გლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთან­ხმებების საფუძველზე);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს ლიცეუმის ქონება და ფინანსური სახსრები;

ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატე­რია­ლური სახსრები;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემო­სავალი სრულად მოხმარდება ლიცეუმის მიზნების განხორ­ციელებას (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოი­ყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგან­მანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებუ­ლი საფასური);

თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ლიცეუმს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთია­ნებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

ი) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს­თან შეთანხმებით დაადგინოს ლიცეუმის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. ლიცეუმი საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.

6. ლიცეუმი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ლიცეუმი ასრუ­ლებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგან მანათ­ლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მი­ნიჭების უფლებით.

2. ლიცეუმი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავ­ლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს

(პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე;

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე).

3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემ­თხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზო­გადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათ­ლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათლებ­ლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფე­სიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღ­ლება) – მოწმობა.

4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

     მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. ლიცეუმში საგანმანათლებლო პროცესი მოი­ცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეც­ნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვე­თით და, ხელშეკრულების საფუძველზე, ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზ­ღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებ ლო პროგრამის ფარგლებში, საწარ­მოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში ლიცეუმი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაურებად, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოს­წავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალის­წინებული განაკვეთის შესაბამისად.

9. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფე­სიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულების პედა­გოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

     მუხლი 6. ლიცეუმის მართვა

1. ლიცეუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონ­მდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწ­­ყე­­ბითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებუ­ლების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით გა­ნსაზ­ღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ლი­ცეუმს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის ლიცეუმის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3.დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სა­მუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს ლიცეუმის პედა­გოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზან­შეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის გან­ხორ­ციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს ლიცეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს.

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია ლიცეუმის საქმია­ნობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება ლიცეუმის შინაგანაწესით.

     მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

 1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს ა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგო­გიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგო­გისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესე­ბუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტი­ლებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6. ლიცეუმის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვა­ნელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაო­ბაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებ ლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მე­­თოდურ მუშაობას.

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო გ ანრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს ლიცეუმში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

     მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. ლიცეუმში მატერიალური და ფინანსური სახსრე­ბის მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის ლიცეუმის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქ­მებე­ლი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომად­გენელი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს.

 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

     მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­ფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, ირიც­ხება ლიცეუმში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგი­ლების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პი­რობებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. ლიცეუმში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექ­ტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულე­ბის პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლო­ბისთვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან;

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით, დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანო­ბას;

ზ) სწავლის პერიოდში, არასასწავლო დროს, კანონ­მდებლობით დადგენილი წესით, ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმია­ნობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პრო­ფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემ­თხვე­ვაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;

ი) 18 წლის ასაკამდე პირს, ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან ლიცეუმის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ ლიცეუმის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.

     მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის საფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დი­რექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპე­დაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელ­შეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათ­ვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. ლიცეუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქ­მნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღ­ლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვე­ვაში, ლიცეუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგო­გიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომ­ლებზე.

8. ლიცეუმის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეო­ბას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალ­დებუ­ლებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექ­ნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლიცეუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვე­ტაში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონ­დებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღა­ვათით.

     მუხლი 11. ლიცეუმის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად ლიცეუმს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. ლიცეუმი მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     მუხლი 12. დაფინანსება

1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფე­სიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკა­ციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. ლიცეუმის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ლიცეუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალუ­ლია.

     მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. ლიცეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ლიცეუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებ­ლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვე­პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელე­ბა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ლიცეუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორ­ციელდება კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცეუმის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებ­რივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. ლიცეუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავში­რებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

     მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

ლიცეუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     მუხლი 15. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ლიცეუმის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორ­ციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბი­ლისის საფინანსო-ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმი წარმოადგენს ქ. თბილისის ტექნოლოგიური პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.