გორის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.05.2005 ძალადაკარგული 01.10.2007
ნომერი
№214
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 10/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.352

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

 ბრძანება №214

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

გორის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქარ­თველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართვე­ლოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გორის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს გორის პროფესიული სასწავლებ­ლის თანდართული წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის პროფესიული სასწავლებლის  წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის პროფესიული სასწავლებელი „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას.

2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

4. სასწავლებელს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწე­სე­ბულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

5. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ქ. გო­რი, ბესიკის ქუჩა №2.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. სასწავლებლის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულება;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო­მიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფე­სიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძ­ველზე;

გ) სასოფლო-სამეურნეო, ფერმერული საქმიანო­ბისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების სწავლება, ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება და ამ გზით რე­გიონში ფერმერული, გლეხური მეურნეობების ორგანიზა­ციისა და საქმიანობისათვის ხელის შეწყობა;

დ) მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარ­მეობის განვითარებისათვის საჭირო ცოდნის გავრცე­ლება, ამ კუთხით რეგიონში სასწავლო-საკონსულტაციო მუშაობის ორგანიზაცია;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრა­მებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშვეობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება;

ვ) სპეციალისტთა მომზადება ტურიზმის ინფრა­სტრუქტურისათვის;

ზ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, დევნილი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებ­ლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით;

თ) წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტუ­რული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. სასწავლებლის უფლებამოსილებანი

1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით და­მოუ­კიდებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. სასწავლებელს, საქართველოს კანომდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. სასწავლებელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებათა საფუძ­ველ­ზე, უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხე­ბი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებ­ლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სა­ხელ­­­მწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებ­ში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იური­დიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთან­ხმე­ბების საფუძველზე);

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერია­ლური სახსრები;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს საწარ­მო, შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავალი სრულად მოხმარდება სასწავლებ­ლის მიზნების განხორციელებას (ამ მიზნით მას უფ­ლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათ­ვის მიღებული საფასური);

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იური­დიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთია­ნებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთან­ხმებით დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქ­ტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნ­ქციები.

5. სასწავლებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტა­ციას.

6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამარ­­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავ­ლების ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავ­ლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრა­მებს:

პროფესიული მომზადების პროგრამას (სწავლების ვადით 10 თვემდე);

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას (სწავლების ვადით 10 თვემდე).

2. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათ­ლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათ­ლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყები­თი პროფესიული განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბა­ზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პრო­ფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუა­ლო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათ­ლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფესიუ­ლი მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლე­ბა) – მოწმობა.

3. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხან­გრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიე­რების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში, საწარ­მოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში სასწავ­ლებელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოს­წავ­ლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზ­ღაურებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოს­წავ­­ლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურ­დება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად.

9. სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო და პროფე­სიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებუ­ლების პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძ­ლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებე­ბი.

    მუხლი 6. სასწავლებლის მართვა

1. სასწავლებლის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყე­ბითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სასწავლებელს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის სასწავლებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3.დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რების მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაო­ზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულე­ბით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზან­შეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს.

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინა­შე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარ­მოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეად­­გენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედ­გება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგო­გიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილე­ბით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

7. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანე­ლობს დირექტორი.

8. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაო­ბაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

9. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას.

10. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

11. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლებელ­ში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

12. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

13. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. სასწავლებელში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, სას­წავლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქ­მებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომად­გენე­ლი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას დააგროვებს.

 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პროფე­სიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯან­მრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურე­ბის სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულე­ბით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან;

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი.

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმიანო­ბას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმია­ნობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პროფე­სიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვე­ვაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებუ­ლების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია.

ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი.

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები, მათ შორის გარიცხვაც.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის საფუძველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედაგოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათ­ვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. სასწავლებლის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემ­თხვევაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელ­ფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამ­შრომ­ლებზე.

8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეო­ბას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები.

გ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლებლის საქმია­ნობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში.

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონ­მდებ­­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავა­თით.

    მუხლი 11. სასწავლებლის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად სასწავლებელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესა­ბამისი ქონება.

2. სასწავლებელი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. სასწავლებლის საფინანსო სახსრების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფე­სიული მომზადება-გადამზადება და კვალიფ­იკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სასწავლებლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციე­ლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტრო.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის გან­საზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორ­ციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიც­ხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკი­ცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამარ­თლებ­რივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეცნიე­რების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვ­ნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენ­ტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს გორის პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაცვლეს.