ქ. ქუთაისის ს. ეზიკაშვილის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.393
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №231
2005 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
ქ. ქუთაისის ს. ეზიკაშვილის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ქ. ქუთაისის ს. ეზიკაშვილის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. ქუთაისის ს. ეზიკაშვილის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის წესდება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის ს. ეზიკაშვილის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქ. ქუთაისის ს. ეზიკაშვილის სახელობის საფინანსო-ეკონომიკური კოლეჯი, (შემდგომში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად. იგი შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკავებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებით და წინამდებარე წესდებით.
3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
4. კოლეჯის იურიდიული მისამართია: 384024, ქ. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქ. № 173.
მუხლი 2. ფუნქციები, საქმიანობის საგანი
1. კოლეჯის მიზანია მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. კოლეჯში საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება კოლეჯში შეიძლება ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ.
4. საშუალო პროფესიული განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს.
5. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
6. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირების და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
მუხლი 3. ქონება
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. კოლეჯი მისთვის გადაცემულ ქონებას განკარგავს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებით და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,განათლების შესახებ”, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 5. კოლეჯის დირექტორი
1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად დადგენილი წესის თანახმად შეადგინოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიური საბჭოს თანხმობით, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათში მითითებული პირებისათვის.
6. კოლეჯის დირექტორი პასუხისმგებელია კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
მუხლი 6. პედაგოგები
1. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები.
2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.
3. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება:
ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;
ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის;
გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
4. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.
5. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.
6. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.
7. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;
ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილების გათვალისწინებით.
8. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;
ბ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
გ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 7. მოსწავლეები
1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში.
2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობების დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი.
3. კოლეჯში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად, როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
4. კოლეჯში განათლების მიღება შეიძლება ასევე ექსტერნატის (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით) ფორმით.
5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“, „ბავშვთა უფლებების კონვენციით“, საქართველოს კანონით „განათლების შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის სასწავლებლის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ“ და წინამდებარე წესდებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაში და დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
4. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს პედაგოგთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.
5. პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭოში წარადგენს თავის სამ წარმომადგენელს.
6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
მუხლი 9. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა 1/3-სა და შესაბამისი დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში.
3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 პირის ოდენობით.
4. სამეურვეო საბჭო ახდენს საქმიან ურთიერთობებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ვისაც სურვილი აქვთ აღმოუჩინონ კოლეჯს მორალური, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება.
5. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
6. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში სათანადო ხმის უფლებით.
7. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის მანძილზე ორჯერ მაინც მოამზადოს ანგარიში და წარუდგინოს დაწესებულების მოსწავლეთა მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) საერთო კრებას.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის არამართლზომიერი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
მუხლი 11. დაფინანსება
1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი.
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით, განსაზღვრული შემოსავლები, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების შემდგომ უნდა მოხმარდეს კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
3. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს ადგენს კოლეჯის დირექტორი, განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დირექტორი.
4. კოლეჯს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობით იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი.
მუხლი 12. საბუღალტრო ანგარიშგება
1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშსწორება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 13. წესდებაში ცვლილებების შეტანა
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია
1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი კოლეჯის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.