ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.05.2005 ძალადაკარგული 26.09.2007
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.220.007394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 20/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.394

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №233

2005 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის                 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანო­ნის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძ­ველზე, ვბრძანებ:

1. ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებე­ლი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

2. დამტკიცდეს ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის წესდება.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებლის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ბა­თუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი, რო­გორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს დაწყებით პროფე­სიულ საგანმანათლებლო პროგრამას.

2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საფუძველზე.

3. სასწავლებელი წარმოადგენს დაწყებითი პროფე­სიული განათლების სასწავლო-საკონსულტაციო დაწესე­ბულებას, რომელიც ასრულებს საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” დად­გენილ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას ამაღლებუ­ლი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით, ახორციე­ლებს პროფესიული სწავლების ახალი შინაარსის, ახა­ლი ტექნოლოგიების დანერგვას, აპრობაციასა და გა­მოც­დას.

4. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.

5. სასწავლებელს გააჩნია საჯარო სამართლის იური­დიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, დამოუ­კიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ქ. ბა­თუმი, ბაგრატიონის ქ. 123.

    მუხლი 2. მიზნები და ამოცანები

1. სასწავლებლის მიზანია:

ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფე­სიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათ­ლებლო პროგრამების შესრულება მაღალი კვალიფი­კა­ციის მინიჭების უფლებით;

ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო­მიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეობისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფე­სიუ­ლი განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძ­ველზე;

გ) შრომის ბაზრის მოთხოვნათა სისტემატური ანალიზის საფუძველზე მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა, სპეციალისტთა მომზადება მანქანათმშნებლო­ბის, ქალაქისა და ზღვისპირა რეგიონის ინფრასტრუქ­ტუ­რისათვის;

დ) სამეწარმეო და კომერციული საქმიანობისათვის საჭირო ცოდნის გავრცელება, სპეციალისტთა მომზა­დება ახალ ეკონომიკურ პროფესიებში და ამ გზით მცი­რე ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითა­რებისათვის ხელის შეწყობა;

ე) წარმოებაში დასაქმებულ პირთა მომზადება-გადამზადება;

ვ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველო­ბას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებუ­ლი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქო­ნე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზ­ნით;

ზ) სწავლების შინაარსის სრულყოფა დამსაქმებელთა და შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამების აპრობაცია, გამოცდა და დანერგვა;

თ) წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტუ­რული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში ხალხური რეწვის პროფესიების სწავლების გზით.

    მუხლი 3. სასწავლებლის უფლებამოსილებანი

1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით დამოუ­­კიდებლად ახორციელებს საქმიანობას.

2. სასწავლებლის უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული გა­ნათ­ლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონებით.

3. სასწავლებელს საქართველოს კანომდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

4. სასწავლებელი უფლებამოსილია:

ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკით­ხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პრო­ფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგან­მა­ნათ­ლებლო პროგრამის საფუძველზე;

გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;

დ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარ­გლებ­ში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იური­დიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შე­თანხმე­ბების საფუძველზე);

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები;

ვ) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერია­ლური სახსრები;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინოს და განკარგოს ფასიანი ქაღალდები, რომლის შემოსავა­ლი სრულად მოხმარდება სასწავლებლის მიზნების განხორ­ციელებას. (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოი­ყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგანმანათ­ლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღებული საფასური);

თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იური­დიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთია­ნებე­ბი (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით;

ი) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთან­ხმებით დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქტუ­რა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები.

5. სასწავლებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტა­ციას.

6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სასა­მარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამები

1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს ყველა სახის დაწყებით პროფესიულ საგან­მანათ­ლებლო პროგრამას მაღალი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით.

2. სასწავლებელი ასრულებს:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლე­ბის ვადა 3-დან 4 წლამდე);

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე);

გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავ­ლე­ბის ვადა 6 თვიდან 2 წლამდე);

დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე;

ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებს (პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავ­ლების ვადით 10 თვემდე;

პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე).

3. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებით პროფესიული განათლების შესახებ” დადგენილი საგან­მანათ­ლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი:

ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზო­გადი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმანათ­ლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პრო­ფე­სიუ­ლი განათლების დიპლომი;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბა­ზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პრო­ფესიული განათლების დიპლომი;

გ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი;

დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათ­ლების შემდეგ – მოწმობა;

ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფე­სიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღ­ლება) – მოწმობა.

4. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს:

ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება);

ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას;

გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე.

3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეც­ნიე­რე­ბის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვე­თით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგან­მანათლებლო მომსახურებით.

5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზ­ღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუ­ფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში, საწარ­მოო სწავლებასა და პრაქტიკის პროცესში სასწავლე­ბელი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოსწავ­ლეთა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზ­ღაუ­რებად, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურ­დება სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად.

9. სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო და პრო­ფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დაწესებულე­ბის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.

    მუხლი 6. სასწავლებლის მართვა

1. სასწავლებლის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე.

2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყები­თი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებუ­ლების ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სასწავლებელს მარ­თავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის სასწავ­ლებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათა­­ვისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რე­ბის მინისტრი.

4. დირექტორი უფლებამოსილია:

ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუ­შაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი.

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი.

5. დირექტორი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულე­ბით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზან­შეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;

ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი.

6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს.

8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე.

9. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

10. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარმოო მუშაობაში.

11. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძველზე დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით.

    მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს.

2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.

3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-სა და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედა­გოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგო­გიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედა­გოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესე­ბულების ნებისმიერ პედაგოგს.

5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწ­ყვეტილე­ბით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩე­ვად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც.

6. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელ­მძღვანელობს დირექტორი.

7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუშაო­ბაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი.

8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას;

9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.

10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლე­ბელში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას.

11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.

    მუხლი 8. სამეურვეო საბჭო

1. სასწავლებელში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.

2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, სას­წავლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდ­გენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმე­ბელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმო­მადგე­­ნე­­ლი.

3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითო­ბით ცალკე ეყრე­ბა კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.

6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვე­ტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

    მუხლი 9. მოსწავლეები

1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­ფე­სიი­სა და საგანმანათლებლო პროგრამის შესასწავლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთე­ლობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სას­წავ­ლე­ბელ­­ში.

2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს პედაგოგიური საბჭო.

3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოსწავ­ლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება:

ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები;

ბ) განათლების მიღების ფორმა;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრულების პირობები;

დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის­თვის.

4. მოსწავლეები მიიღებიან;

ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან;

ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან.

5. მოსწავლეებს უფლება აქვთ:

ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგ­რამა;

ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა;

გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;

დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის, ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს;

ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეო­დნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმია­ნობას;

ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას;

თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პრო­ფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემ­თხვე­ვა­ში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლე­ბის მოს­წავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს სხვა პროფესია;

ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარ­ჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება.

4. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფლონ არჩეულ პროფესიას;

ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი;

გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს;

დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი;

ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავ­ლის მიმართ პედაგოგური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზომები.

    მუხლი 10. პედაგოგიური მუშაკები

1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის სა­ფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დი­რექტორი.

2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არაპედა­გოგიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად.

3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას.

4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელ­შეკრულებაში აღინიშნება:

ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები;

ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობი­სათვის;

გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.

5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით.

6. სასწავლებლის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.

7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვე­ვაში, სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინან­სური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.

8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულე­ბით ნაკისრი ვალდებულებები;

ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;

გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეო­ბას, შეასრულოს ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდებულებები;

დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;

ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების ში­ნაარ­სისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნო­ლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;

ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით.

9. პედაგოგს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები.

გ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლებლის საქმიანო­ბის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვე­ტაში;

დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონ­მდებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღა­ვათით.

    მუხლი 11. სასწავლებლის ქონება

1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად სასწავლებელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სასწავლებელი მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამოსი­ლებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. დაფინანსება

1. სასწავლებლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავლები;

გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;

ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;

ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები;

თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფი­კაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შე­მო­სავლები;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.

2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განიკარ­გება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სასწავლებლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სა­ხელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რე­­ბის სამინისტრო.

2.­ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირ­თვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის გან­საზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებას­თან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებ­რივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების გან­ხორ­­ციელება ხდება საქართველოს კანონმდებლო­ბით დადგენილი წესით.

4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამ­ტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროს. დაწესებულების საფინან­სო კონ­ტრო­ლი ხორციელდება კანონმდებლო­ბით დად­გე­ნილი წესით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამარ­თლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას.

6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვ­ნის­თანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანო­ბასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარ­ტება.

    მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა

სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ბათუ­მის ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი წარმოა­დგენს ქ. ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებ­ლის უფლებამონაცვლეს.