საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.2005 ძალადაკარგული 24.11.2005
ნომერი
№1795
სარეგისტრაციო კოდი
100070000.22.027.007754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 10/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.754

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №1795

2005 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

№2 საპყრობილისა და მკაცრი      რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების                (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება                (ქ. ქუთაისი).

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებუ-ლების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ. კოპაძე/, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).

5. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 27 ოქტომბრიდან.

კ. კემულარია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.11.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“?
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“ მიღებულია 05.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1795. სარეგისტრაციო კოდი — 100070000.22.027.007754.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.11.2005-დან.
სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ“, №1795, 05.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 100070000.22.027.007754 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1429620/