საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/268 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ვანო მურადელის სახელობის გორის №1 სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2006 ძალადაკარგული 25.09.2007
ნომერი
№3/268
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.028.009106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 22/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.106

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/268

2006 წლის 16 აგვისტო

 ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ვანო მურადელის სახელობის გორის №1 სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ვანო მურადელის სახელობის გორის №1 სამუ­სიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ვანო მურადელის სახელობის გორის №1 სამუსიკო სკოლა

2. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულების – ვანო მურადელის სახელობის გორის №1 სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ვანო მურადელის სახელობის გორის №1 სამუსიკო სკოლის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლება ვანო მურადელის სახელობის გორის №1 სამუსიკო სკოლა (შემდგომში – სამუსიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესა­ხებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართვე­ლოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახე­ლოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრა­მებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე დაწ­ყებით საფეხურზე.

2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­მდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციე­ლებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – გორი, სამეფოს №24.

    მუხლი 2. სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები

1. სამუსიკო სკოლის მიზნებია:

ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი;

ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკი­ლე­ბების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეო­ბის შესწავლისათვის.

2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია:

ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს;

ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები;

გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონის­ძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოა­ჩი­ნოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვე­ბუ­ლი მოსწავლეები;

დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკო­ლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე.

2. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება შემდეგი დაწყებითი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამე­ბი:

ა) საფორტეპიანო;

ბ) საორკესტრო.

3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმა­ნათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველო­ბის ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.

4. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებ­ლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით.

5. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარ­დთათ­ვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზ­ღვრავს დამკვეთი.

8. სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველ­თათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით).

9. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარ­მოებს:

ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუ­თე­ბის ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.

11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირი­თადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.

12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონ­ტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამო­კითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერ­ტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები.

13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრუ­ლების დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 4. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა

1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი–სასწავლო და დამხმარე–სასწავლო სტრუქ­ტურული ერთეულები.

2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექ­ტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალ­ტერი) და პედაგოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლის დირექტორი.

5. პედაგოგიური საბჭო:

ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს;

გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირე­ბულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვე­ტილებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორ­მდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი.

7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკო­მენ­და­ციით.

8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმია­ნობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

9. სამუსიკო სკოლის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკი­ცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგს და ხელ­ფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობი­ლობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კო­დექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელ­შეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭი­როებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალის­ტებთან;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელ­თა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატ­ვირ­თვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივი­დუა­ლურ ადმინისტრაციულ–სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს;

თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეუ­ლების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამო­ცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციე­ლოს სხვა მოქმედებები;

10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშ­ნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღ­ლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმაის­ტერად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერ­სონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზ­ღვრული სხვა მუშაკები.

3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმაის­ტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციე­ბის განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

2 სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

 ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

 ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლო­ბის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვე­ბელია.

4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალან­სი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს.

5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდე­ბელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდ საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის გან­საზ­ღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნ­ქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულის­ხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმია­ნობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედვე­ლობას.

2. სამუს­იკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც:

ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუსიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ;

ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.

    მუხლი 9. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­დაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.