„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №294
2011 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1070) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით (სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გაცემის მიზნით შეიძლება გაიმართოს ელექტრონული აუქციონი სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით).“;
ბ) მე-3 – მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.
4. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სააგენტოს გადაწყვეტილება.
6. აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში (ხოლო ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში –ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge), აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
7. თევზჭერის კვოტას ადგენს სააგენტო.
8. აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტომ შეიძლება დაადგინოს თევზჭერის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს მინისტრი.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სააგენტო.“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. ლიცენზია სააგენტოს მიერ გაიცემა ათ წლამდე ვადით. შიდა წყალსატევების შემთხვევაში შესაძლებელია თევზჭერის ლიცენზიის გაცემა არა უმეტეს ოც წლამდე ვადით.
2. სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა. ასეთ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს შეუცვალოს ლიცენზიის პირობები ან/და დაუდგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობები.“.
5. 71 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სააგენტო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი;“;
ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი თევზჭერის ვადები და წესები;
ვ) დაიცვას სააგენტოს მიერ დადგენილი თევზჭერის კვოტები;“;
ბ.გ) მე‑3 პუნქტს დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი და „ი“ – „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით;
კ) თევზჭერის პერიოდში ყოველი თვის 5 რიცხვამდე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;
ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად სააგენტოს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);
მ) უზრუნველყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვისა და ბუნებრივი აღწარმოების მიზნობრივი პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
ნ) ლიცენზიის გაცემის წლის მომდევნო წელს და შემდეგ ყოველწლიურად სააგენტოში წარადგინოს მოთხოვნა თევზის რესურსის მოპოვების კვოტის დამტკიცების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში უნდა აისახოს შესაბამისი კვლევის საფუძველზე მომზადებული ინფორმაცია თევზის რესურსის მარაგის თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსატევის თევზპროდუქტიულობა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ მონაცემები თევზის სახეობებისა და ოდენობების მიხედვით;
ო) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;
პ) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების ვადები, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც;
ჟ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს სააგენტოს და მხოლოდ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას ასევე სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;
რ) ხელი არ შეუშალოს მისთვის გადაცემულ წყლის ობიექტზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
ს) უზრუნველყოს წყალსატევში წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; დაიცვას წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, არ დაუშვას თევზის მოხვედრა სამელიორაციო ან/და სხვა სისტემებში; უზრუნველყოს წყლის დაცვა დაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან, წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია;
ტ) სააგენტოსა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვას თავის სარგებლობაში არსებულ წყალსატევზე ან წყალდაცვით ზოლში ფსკერდამაღრმავებელი, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება, შემსვლელი და გამსვლელი არხების გაყვანა, კანონმდებლობით დადგენილი სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობა, ნაპირის ამაღლება, დამბებით გადაკეტვა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალსატევის რეჟიმის შეცვლა;
უ) ლიცენზიის გასხვისებისას დაიცვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები;
ფ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე გადააბაროს სააგენტოს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;
ქ) ლიცენზიით დადგენილი ვადის გასვლამდე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმებისას მატერიალურად აგოს პასუხი და მოიყვანოს წყლის ობიექტი ამ პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში და განახორციელოს ამავე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ღ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა შესაბამისი მოთხოვნები.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა) ნაწილის გასხვისებიდან ექვსი თვის ვადაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სააგენტოში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა სააგენტოს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.“.
6. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს სააგენტო.“.
7. 73 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ დადგენილების ამოქმედებამდე „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მათში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის უფლებამონაცვლე ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური