თავი VIII — მოძრაობის უსაფრთხოება, ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის ორგანიზება
1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას.
2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით;
ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით;
გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით;
დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით.
3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით.
4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტი, რომლის ტერიტორიაზედაც ხდება სახიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგისა და ნაგებობისგან იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილზე ობიექტის მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა.
5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს.
6. სახიფათო ტვირთის გამგზავნი ან მიმღები საწარმო (ორგანიზაცია და სხვა) და რკინიგზა ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, ჰქონდეთ ტექნიკური საშუალებები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.
7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას.
10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2998
წინა რედაქცია (22.01.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 60. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზების ზოგადი პრინციპები 1. სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას. 2. რკინიგზა მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი პრინციპების საფუძველზე: ა) მოძრაობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მართვისა და დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომით; ბ) ნორმატიულ აქტებთან გადაყვანა-გადაზიდვის პროცესისა და ტექნიკური საშუალებების ტექნოლოგიის შესაბამისობით; გ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კანონიერი ინტერესების დაცვით; დ) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში პირებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ურთიერთპასუხისმგებლობით. 3. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება სათანადო ნორმატიული აქტებით. 4. სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტები, რომელთაის ტერიტორიაზედაც ხორციელდება საფრთხეშემცველიფათო ტვირთის წარმოება, შენახვა, დატვირთვა, ტრანსპორტირება და გადატვირთვა, საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებისა და ნაგებობებისაგან დიმ მაშორებუნძილით უნდა იყოს იმ მდანძიშორებულით, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ამ მანძილს, აგრეთვე სარკინიგზო ლიანდაგების გადაკვეთის ადგილსა და მასთან მიახლოებულ ადგილებზე ობიექტების მშენებლობისა და შენახვის ნორმებს ადგენს რკინიგზა. 5. სარკინიგზო ლიანდაგების გადამკვეთი ან მათ უშუალო სიახლოვეს არსებული გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა კომუნიკაციების მშენებლობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კომუნიკაციების მფლობელებს. 6. საფრთხეშემცველიფათო ტვირთის გამგზავნი (ან მიმღები) საწარმო (ორგანიზაცია და სხვა.შ.) და რკინიგზა ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის უსაფრთხოება, იჰქონიონდეთ ტექნიკური საშუალებანები და ჰყავდეთ ქვედანაყოფები, რომლებიც საჭიროა ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციოდისთვის. 7. სარკინიგზო ლიანდაგის სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის სხვადასხვა დონეზე. სარკინიგზო ლიანდაგისა და საავტომობილო გზის ერთ დონეზე გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. 8. პასუხისმგებლობა სარკინიგზო ლიანდაგის საავტომობილო გზით ერთ დონეზე გადაკვეთისას უსაფრთხოების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. მაგისტრალური ნავთობსადენითა და გაზსადენით რკინიგზის ლიანდაგების გადაკვეთის ადგილები ნაგებობათა ექსპლუატაციის წესების თანახმად აღინიშნება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამ ნაგებობათა მფლობელები ვალდებულნი არიან, დროულად მიაწოდონ რკინიგზას ინფორმაცია იმ ავარიული სიტუაციების წარმოშობის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას. 10. გადაკვეთის ადგილებში მატარებლის გასვლისა და ტექნიკური საშუალებების მომსახურების ოპერაციების შესრულებისას რკინიგზის მუშაკები მოქმედებენ შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.