„მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ.159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ“;
გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;”.
2. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა მოვალეობანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის დროს”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 27 თებერვალი.
№1977-IIს