ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110805002, 10/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №44

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. ბათუმი

ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონის 341 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ქ. ბათუმის ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით  დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი შემდეგ  პირობით საზღვრებში:

 ა) „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის” მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებით განსაზღვრული  ,,ძველი ბათუმის“ ტერიტორიით;

ბ) ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩით შავშეთის ქუჩის კვეთამდე, შავშეთის ქუჩის კენტი მხარე ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთამდე, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის  კენტი მხარე დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე, დემეტრე თავდადებულის  ქუჩის კენტი მხარე ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე, ილია ჭავჭავაძის ქუჩით ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე მოქცეული ტერიტორიით.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული სარეაბილიტაციო არეალის საზღვრები დადგინდეს თანდართული სქემატური რუკის შესაბამისად.

მუხლი 3. სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაში ან/და რეაბილიტაციაში ქ. ბათუმის მერია ან/და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული მოქმედება განისაზღვროს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონის 341 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 (ათი) დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარების დროს ქ. ბათუმის მერიის ან/და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მოქმედების ინსტრუქცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           გ. კირთაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2011.
როდის იქნა მიღებული „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ“?
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 02.08.2011. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.132.016071.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის შესახებ“, №44, 02.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1452950/